იოდი და ჩიყვი არაფერ შუაშია.
სმაში შეჯიბრი უძველესი ქართული ადათია. და არა მარტო ქართული. წარ,ოიდგინე, უწინ ინტერნეტი, ტელევზია, კინო და და თეატრი რომ არ იყო, ხალხს თავი ხომ უნდა გაერთო. მიდიოდა შეჯიბრი ჭიდაობაში,ლოდების აწევაში და რა თქმა უნდა სმაში. ბევრი სმა ვაჟკაცობის ერთ-ერთი სახე იყო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კრისტოფორო დე კასტელი წერს:
ვიკიციტატა
„ქართველთა მხიარულება. ვჭამოთ და ვსვათ, იმ ქვეყანაში ვინ იცის რა გველის.
ქართველები ღვინის დიდი მსმელები არიან და როცა დათვრებიან, იქ მყოფ ცოლებსა და მოქეიფეებთან უდიერად და თავაშვებულად იქცევიან. ასეთ ბიწიერებაში სცოდავენ აგრეთვე თავადები, მხედრები, მეფენი.
ბანკეტზე ღვინოს სვამენ ქალების წინ მუხლმოყრილნი, ეპისკოპოსებიც ასეთივე ცერემონიას ასრულებენ.
თავიანთი და სხვა ქალების წინაშეც სვამენ ღვინოს და ჭიქების მაგიერ ფეხსაცმელს იყენებენ.
ზოგჯერ მუხლმოყრილნი და ზოგჯერ ფეხზე წამომდგარნი სვამენ ქალების წინ.
ქართველები ძალიან ბევრს სვამენ ქალების სადღეგრძელოს“
[16]
ვიკიციტატა
„ქართველები ძალიან ვაჟკაცი ხალხია ისრის ტყორცნაში. ნანადირევზე ქეიფს აწყობენ მდელოზე. მოკლული ცხოველის თავზე ღვინის რამდენიმე წვეთს დააქცევენ და ამბობენ: „ასრე გამარჯვებული იყავი მე და ჩემი პატრონი ჩემსა და მის მტრებზე, როგორც მე დავამარცხე ეს ცხოველი და ჩემს ფეხებთან გდია“
ჰო და ღვინით შეჯიბრისას ვიღაც-ვიღაცეები შეამჩნიეს, რომ ვითომ მოსაფსმელად გასულები ამოარწყევდნენ ნასვამ ღვინოს და ახალი ძალით ეკვეთებოდნენ მოპაექრებს. ამიტომ, სამართლიანობიდან გამომდინარე, ყველა ერთ სიტუაციაში ჩააყენეს, აკრძალეს სუფრის დატოვება და თუ რაიმე მიზეზით მსმელი მაინც დატოვებდა 'შერკინების" ადგილს, წაგებულად ჩაითვლებოდა.
კომუნისტების დროს, 50-იანი წლებიდან, როცა ქვეყენამ სული მოითქვა, ხალხმა ზედმეტი ფული იშოვა, თუმცა არიცოდა სად დაეხარჯა და მასიურად გადავიდნენ ჭამა-სმაზე. მაშინ ჩამოყალიბდა 1000 კაციანი ქელეხისა და 5 ათას კაციანი ქორწილების ტრადიცია, რაც გადატანილი გაჭირვების გამოძახილი იყო.
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”