#55369857 · 15 Oct 2019, 19:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (bridgestone @ 15 Oct 2019, 17:56 ) | QUOTE (2Bua @ 15 Oct 2019, 17:39 ) | აშშ-ს ფუნქცია არის ფულის კეთება და არა დემოკრატიისბექსპორტი. |
ერთი მეორეს არ გამორიცხავს, პირიქით, ერთი მეორის გაგრძელებაა.
აბა, როგორ აკეთებს ფულს აშშ?
როგორ, და ბეჭდავენ და ბეჭდავებ დოლარებს. მერე ეს დოლარები აშს-ს ბანკებიდან უნდა გამოვიდეს და აუცილებლად უნდა დაბალანსდეს სხვა ქვეყნების მიერ აშს-ს სუვერენული ვალის ყიდვით, ან ბანკებში დეპოზიტებზე აშს-ს გარეთ, ან ისევ აშს-ს გარეთ მუთაქებში.
ტრამპი კი ზუსტად მაგ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის.
|
ეს არის ძალიან დილეტანტური პოზიცია.
აშშ საერთაშორისო ვაჭრობას უზრუნველყოფს არა ფულის ბეჭვდით, არამედ გარანტიებით.
საერთაშორისო ვაჭრობის დაზღვევა უზრუნველყოფილია აშშ-ს ექსპორტ-იმპორტ ბანკის მიერ.
აბა დაფიქრდი, როცა შეთანხმება ხდება ათობით და ასობით მილიადებზე რომელ კერძო სადაზღვევო კომპანიას ძალუძს ასეთი რისკების თავზე აღება? ამას უზრუნველყოფს აშშ-ს ექსპორტ-იმპორტ ბანკი.
ასევე აშშ უზრუნველყოფს ელექტრონულ ტრანზაქციაებს ბანკებს შორის.
ასევე აშშ უზრუნველყოფს სავალუტო ბაზრის სტაბილურობას. იმ დოლარებს რომ ბეჭდავენ და ამას გავლენა არ აქვს ინფლაციაზე, არ დაფიქრებულხარ რატომ?
ერთ ერთი მთავარი მიზეზი არის ის ფაქტი რომ მსოფლიოს ოქროს 60%-ზე მეტი იმყოფება აშშ-ში. მიტომ ყიდულობენ აშშ-ს ობლიგაციებს და არა საღორეთის ობლიგაციებს, მიუხედავად იმისა რომ ღორები აშშ-ზე ბევრად მეტ პროცენტს იხდიან.
საერთაშორისო სავაჭრო ხაზების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს აშშ. რატომ აღარ გვესმის სომალიელ პირატების მიერ გატაცებულ გემებზე? როცა გადაიჯვეს სომალიელებმა და საფრთხე შეუქმნეს ევრობის ეკონომიკას, ეგრევე სამხედრო ფლოტი ჩაჯდა და გააჩუმეს პირატები.
მკლედ, ისტორიულად ყველა ჰეგემონის ფუნქცია იყო საერთაშორისო ვაჭრობის უზრუნველყოფა. როგორც კი ამ ფუნქციას კარგავდა ჰეგემონი, მისი ჰეგემონიაც სრულდებოდა.
ჰეგემონები რომლებიც შიშველ ძალაზე იყვნენ დამოკიდებულები დიდ ხანს ვერ ძლებდნენ.
|