
ყოველდღე პროვოკაციები“
საქართველო - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვასა და იმაზე, თუ როგორ გახდა ფრანგი კავკასიაში ქვეყნის მეთაური
უჩვეულოა კარიერა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი (67 წლის) საქართველოს უმაღლეს თანამდებობაზე აღმოჩნდა. ის პარიზში დაიბადა, კავკასიის რესპუბლიკიდან დევნილმა მისმა წინაპრებმა 20-იან წლებში საფრანგეთს შეაფარეს თავი, რათა თავი დაეღწიათ საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ის საფრანგეთში პროფესიული დიპლომატი გახდა, მოგვიანებით - საფრანგეთის ელჩი თბილისში მას შემდეგ, რაც 2003 წლის ზამთარში პრო-დასავლური „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადააყენეს. რევოლუციის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მაშინ პრეზიდენტად იქნა არჩეული, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა - დაჩქარებული პროცედურით პარლამენტმა ზურაბიშვილს ქართული პასპორტი/საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ეიფორიული განწყობა სწრაფად გაქარწყლდა, სააკაშვილმა მინისტრი მალევე დაითხოვა. ბევრი ქართველის გასაკვირად, ზურაბიშვილმა გადაწყვიტა აღარ დაბრუნებულიყო პარიზში და ოპოზიციაში გადაინაცვლა. 2018 წელს მან უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დაეყენებინა და მცირე სხვაობით გაიმარჯვა კიდეც. საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ მისი თანამდებობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს. თავის ხელფასზე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა - საქართველოს ახალი სახელმწიფო მეთაური ფრანგი დიპლომატის პენსიით ცხოვრობს.
რომ რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა. 2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა - ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ცუდი კი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ [მდგომარეობა] არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა.
შპიგელი: პრეზიდენტის ყოფილი სასახლე თავისი მინის გუმბათით იმ ნაკვალევს მიეკუთვნება, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დატოვა. მან საქართველოს თავისი კვალი დაამჩნია - და სწორედ ის იყო ის, ვინც, თქვენ საქართველოს პოლიტიკაში მოგიყვანათ. მოგვიანებით თქვენ მის სასტიკ მოწინააღმდეგედ იქეცით. როგორ უყურებთ მის მემკვიდრეობას?
ზურაბიშვილი: მან რეფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და ამ კუთხით, მან მნიშნელოვანი როლი შეასრულა. მას შეეძლო 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო ანდა შეიძლება არა მხოლოდ ერთი საუკუნისა. მაგრამ მან თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, რამაც რეფორმები სხვა შუქში წარმოაჩინა. და, რა თქმა უნდა, მის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას წარმოადგენდა, რომ ის ვერ გაუმკლავდა 2008 წლის ომის დროს რუსეთის პროვოკაციებს. ასე გადაიქცა „გაყინული“ კონფლიქტი ტერიტორიების უშუალო ოკუპაციად.
შპიგელმაც მისცა ინტწერვიუ