#62135341 · 21 Jun 2025, 18:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ბოლო დროს, ბევრი დაკვირვების შედეგად, კი შემზიზღდა უკვე. ქვეყანა ხო მხოლოდ ბუნება არ არის, მთავარი საზოგადოებაა, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ. და როგორია ჩვენი საზოგადოება?
1. ერთმანეთის ზიზღი და სიძულვილი. ქოც-ნაცობას რო თავი გავანებოთ, როგორც ამ ფორუმზე გეზიზღებათ ერთმანეთი და სიკდვილს უსურვებთ, ჯერ მარტო სოც-ქსელებში იმხელა სიძულვილს და ღვარძლს ავლენენ, ოღონდ ვინმე ლანძღონ, მეტი არაფერი არ უნდათ. ნებისმიერი მიზეზი კმარა, თითქოს თვითონ ყველაზე კარგები არიან, ვითომ თვითონ არასდროს არაფერი დაუშავებიათ ... სიძულვილი და აგრესია ეს იგრძნობა ყველგან.
2. სიბინძურე. ბინძური ხალხი ვართ სამწუხაროდ. ის რომ შენს სახლს დაალაგებ, ეგ არაა მხოლოდ სისუფთავე. სადარბაზოები, ეზოები რას გავს?
ბუნება რას გავს? თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიოტორიაზე ვიყავი იმ დღეს, გზის გადაღმა რომ დიდი ტყეა. ისე ლამაზი შეიძლება იყოს ეგ ადგილი, სასეირნოდ, საპიკნიკედ, და იცით რას დაამსგავსეს? იმდენი ნაგავი ყრია, იმდენი რომ გული შეგიწუხდება, და შეგეცოდება შენი სამშობლო. მიმოფენილია : ქალის ჰიგიენრუი საფენები, ბავშვი ჩასვრილი პამპერსები, ნახმარი ტვალეტის ქაღალდები, ჩიფსების და სხვადასხვა სასუსნავების პარკები. საცოდავი სანახავია ეს ყველაფერი, გარშმო კი იმხელა ხეები და ულამზესი ბუნებაა. რატომ ვართ ასეთი ბინძური და შეუგნებელი ერი? იქ იმხელა ტერიტორიაა, მაგსს ხო ერთი და ორი ადამიანი არ აკეთებს? ესე იგი აკეთებს ყველა.
3. დაუსრულებელი ნეგატივი და არეულობა. ვერა და ვერ დავლაგდით და ვერ ჩამოვყალიბდით რა გვინდა. გაუმაძღარი და ღორი ხალხი ვართ. ევროპა გვინდა არა ადამიანის უფლებებისთვის და უკეთესი მომავლისთვის, არამედ მეტი ფულის საშოვნელად. ევროპული ღირებულებები, რეალურად ადამიანის სამართლიანად მოქცევა ფეხებზე გვკიდია. და მერე გვიკვირს, რატომ მოდის ისეთი მთვარობა , რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეების ამოვსებაზე ფიქრობს?! იმიტომ რომ ასეთი ვართ ჩვენი ხალხი. ნებსიმიერ სამსახურში შეიხედეთ რა ხდება, იგივე მოდელი გადმომიდს ხელისუფლებაშიც.
4. ვერ და ვერ გამოვედით ამ ქურდული მენტალიტეტიდან. ახალგარდზა 14-15-16 წლის ბიჭები, გგონია თანამედროვე სმაყაროში დაიბადნენ, იზრდებიან მთელი მსოფლიო ხელის გულზე აქვთ ინტერნეტის წყალობით და, ქურდული გაგება ვერა და ვერ მოიშალეს. ქურდობაზე დიდი პრასვეტი არაფერი არ მიაჩნიათ. ვერ და ვერ განვითარადა ამათი გონება ამას იქით. აბა კიდე სადაა პოპულარუი ქურდული გაგება? რუსეთებში. ვერ გავცდით რეალურად საბჭოეთის აზროვნებას.
5. ერთიანობის განცდა არ არის, არ გვაქვს საზოგადოებრივი პასუხისმეგბლობა, ის რომ ერთმანეთზე ვიზრონოთ, ის რომ ერთამნეთის დახმარებით ჩვენს თავსაც ვეხმარებით ამას ვერ ვიაზრებთ. ერთამენთზე ზრუნვა არ გვინდა , იმიტომ რომ გვეზიზღება ერთამნეთი. და გვირჩევნია ჩავიძიროთ , ვიდრე ვიღაც ჩვენთანე ერთად გადავარჩინოთ, ამ დონეზე არ ვუმართავთ ხელს ერთამნეთს. ერთამენთის არ გატანა სისხლში გვაქვს.
6. გზებზე რა ხდება, და მანქნის ხამი პირველყოფილი ბიჭუნები , რამდენ სიცოცხლეს იწირავენ და რამდენ საფრთხეს ქმნიან, პატარა მოთმინება არ ააქვთ, და ადამიანობა. ჩემი უნდა გავისწორო , ესაა მთავარი აბა რა ... წესების ფეხებზე დაკიდება ...
ეს უცებ რაც გამახსენდა და კიდე რამდენია .... ეჰ ..... ძალიან ძნელია არ შეგზიზღდეს ეს ყველაფერი.
--------------------
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...
|