#54467092 · 5 Apr 2019, 00:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lilith
QUOTE | ...იმას გადაეხვია თუ ამას გამოეხვია, ვინ დალოცა და ვინ სად რად აკურთხა არის თითიდან გამოწოვილი ამბავი. პატრიარქი (და ზოგადად ნებისმიერი სულიერი პირი) უნდა იყოს კაცთმოყვარე და მორჩა. |
_ კაცთმოყვარესთან ერთად, უნდა იყოს სიმართლის მოყვარულიც. კაცთმოყვარეობა არის მსხვერპლის თანაგრძნობა და მოძალადის მხილება; და არა დაზარალებულის დადანაშაულება და მჩაგვრელის ჩახუტება. როცა ამქვეყნად პირველი მკვლელობა მოხდა _ ძმამ ძმა მოჰკლა, მათმა შემოქმედმა, ვისაც ორივე თანაბრად უყვარდა, მკვლელ კაენს კი არ გაუცინა, აბელის სისხლი მოჰკითხა და წყევლა დააბედა.
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|