თუმცა ვიღაც-ვიღაცები მუშაობენ მაინც.
სომხეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაო სადახლოში
https://pirvelirespublika.blogspot.com/2018...gVSyW29P-FDMMGE
საძმო სასაფლაოს სავარაუდო ადგილი სადახლოში
აირუმის ტრაგედია - პოლკოვნიკ ვაჩნაძის რაზმის ტყვედ ჩავარდნის ისტორია
https://pirvelirespublika.blogspot.com/2019...iWfWrFxOqZ2GoNw1918 წლის 15 დეკემბერს , სომხეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის მეთაურობით ბამბაკის ხეობაში მიმავალი ქართული რაზმი რომელიც 330-მდე კაცისაგან შედგებოდა სადგურ აირუმთან მოწინააღმდეგის ჩასაფრებაში მოყვა. 4,5 საათიანი ბრძოლის შედეგად რაზმის 56 მებრძოლი დაიღუპა და 78 დაიჭრა. ტყვია-წამლის ამოწურვის შემდეგ მოწინააღმდეგემ ტყვედ აიყვანა 242 ჯარისკაცი და ოფიცერი. საინტერესოა თუ რა გახდა ამ სამხედრო წარუმატებლობის მიზეზი. ამის გამოსარკვევად ომის დასრულებისთანავე, 1919 წლის თებერვალში, სამხედრო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალ-მაიორი გიორგი არჯევანიძე. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ რაზმის ოფიცრები და სხვა პირები ვისაც საქმესთან შეხება ჰქონდათ. კომისიამ რაზმის მეთაური და ოფიცრები მომხდარში დამნაშავედ არ ცნო , რის საფუძველზეც 1919 წლის 27 დეკემბერს პროკურატურამ საქმის ძიება შეწყვიტა. საქმის ძიების დოკუმენტები სხვა წყაროებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს მომხდარი ტრაგედიის შესახებ და საშუალებას გვაძლევს დეტალურად აღვადგინოთ მომხდარი.
რუსეთი უნდა დაინგრეს.