მოსახლეობის საკმაო რაოდენობის მიერ წარმომადგენლად არჩეულმა ადამიანმა როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ეხება. შენ ან სხვა პარლამენტარს არანაირი უფლება არ გაქვთ, სხვებს, თავიანთ დროში გადაუწყვიტოთ ვისი სიტყვების მოყვანაა ამა თუ იმ მომენტში რელევანტური.
იმ კაცის ამომრჩეველი თვლის, რომ რელევანტურია და იმიტომაც აირჩია წარმომადგენლად. თუ აღარ ჩათვლის, მაშინ აღარ აირჩევს. მანამდე კი კეთილი ინებეთ და ხალხის გარკვეული რაოდენობის წარმომადგენელს ბოლომდე აცადეთ თავის დროში საუბარი. თქვენ თუ ნათქვამის რელევანტურობას ვერ ამჩნევთ, ეგ პარლამენტარის პირდაპირ მოსახლეობისგან ლეგიტიმაციის ფაქტს არ ცვლის.
დავუშვათ მე ვარ პარლამენტში მუსულმანი ფუნდამენტალისტების არჩეული წარმომადგენელი, მიდის ნებისმიერი კანონის განხილვა, მაგალითად შემცირდეს თუ არა სასჯელი 1 ლარამდე ქურდობის შემთხვევაში. მე მომყავს ისლამური ჰადისიდან ციტატა, თუ რას იმსახურებს ამ ტიპის ქურდი. მე და ჩემი ამომრჩეველი ამას რელევანტურად ვთვლით და მოსახლეობის სხვა ნაწილის მიერ არჩეულ პარლამენტარს არ აქვს უფლება რომ არარელევანტურობის ბრალდებით ჩემი კუთვნილი დრო შემიზღუდოს.