სიტყვებზე რატომ მეკიდები შენი ინტელექტის პატრონი?

ხომ მიხვდი, რომ მანდ იმ 'წონის' ფიგურის არარსებობა ვიგულისხმე რაც ანჟელას აქვს, თორემ ვიღაც რომ დაჯდება სათავეში ეგ ცხადია. ასეთი სიტუაციები ეპოქალური ტიპების ხანის დასრულების შემდეგ დგება ხოლმე, როცა ეს ტიპები წინასწარ არ ზრუნავენ 'პოლიტიკური კაპიტალის მქონე' 'გამოცდილი მემკვიდრე' დატოვონ. ასეთი გარდამავალი პერიოდები დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც კი არაა 'ადვილი გადასატანი'.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტს. იმ ქალს, ვისაც ანჟელამ პარტია ჩააბარა, მგონი უფრო რუსეთთან დისტანცირების და დასავლეთ ევროპის უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მოსაზრებები აქვს, ვიდრე ანჟელას. თუმცა, მერკელ-მაკრონის ბოლო ინიციატივების, ბრექსიტით, ტრამპის აგრესიული პოლიტიკით და ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შიშის გათვალისწინებით ევროპას უფრო მეტად დამოუკიდებელი თამაში მოუწევს და ანჟელაც და მაკრონიც ცდილობენ კიდეც. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ.
Absolute zero is cool...
Black hole sucks...