
..............
რა არის ისტორია?
ეს არის მდგომარეობა, როცა შენს შესახებ და შენი სამყოფელის შესახებ გიყვებიან და გარწმუნებენ სხვები.
მაგრამ თუ ხედავ რომ ფაქტები კი სხვაზე მეტყველებენ, მაშინ ეძებ მიზეზებს- რის და ვის გამო იწერებოდა "ისტორია", რატომ მახინჯდებოდა ფაქტები, რა მიზანი ქონდა ადამიანების შეფერხებას არცოდნასა და ტყუილში.
ვინც ფაქტებს ხედავს, იმასაც ხედავს როგორ იძენს სარწმუნოებრივი კრედოს და ორთოდოქსალური შეუვალობის მნიშვნელობას ე.წ. "ისტორია" მათთვის, ვინც აფაქტებს ვერ ხედავს.
ფაქტი რა არის? ფაქტი ისაა რომ მასების მანიპულაციის გრანდიოზული პროექტი- სსრკ ჩაიშალა. ჩამოშალეს. ვერ გაამართლა. ადამიანები უკიდურესი რეპრესიების გავლენის ქვეშაც ვერ დაზომბდნენ. (ვითარდებოდა მეცნიერება და ა.შ.) ე.წ. IIმსოფლიო ომის შემდეგ მალევე , საუბარი იწყება ევროპული ქვეყნების კავშირზე, რომელიც მხოლოდ სსრკ დემონტაჟის შემდეგ აიგო.
სსრკავშირი იყო ადამიანის ზომბირების სისტემა კოლექტიური (სოციალური) ცნობიერების ხარისხში.
ევროკავშირი არის ადამიანის ზომბირების სისტემა ინდივიდუალური (პიროვნული) ცნობიერების ხარისხში.
პირველ მათგანს გადაურჩა ინდივიდი, რომელისაც ინდივიდუალური ცნობიერება გააჩნდა.
გადარჩენის რა შანსი აქვს ადამიანს მეორე შემთხვევაში, როდესაც მისი "მტერი" ხდება არა სოციუმი (ის ფაქტიურად აღარ არსებობს), არამედ ყოველი კონკრეტული შემხვედრი ადამიანი, რომელიც გაწვრთნილია ინსტრუქციით. ეს ინსტრუქციაა: ადამიანს უფლებებს ანიჭებს სახელმწიფო(!) და კანონითვე დაიცავს მის ინტერესებს მეორე ადამიანის ინტერესებისგან(!), ხოლო ზოგადად ადამიანების ინტერესებისგან სამთავრობო-სახელისუფლებო რესურსს დაიცავს.
შესაბამისად, კანონები არის ყველაზე არამყარი, ყველაზე მყიფე და უბადრუკი შენათითხნი, რასაც მხოლოდ ე.წ. "სახელმწიფოთა" შეთითხნილი "კავშირი" შეიძლება გაუტოლდეს ფანტასტიკურობით.
რას ნიშნავს ეს ჯვაროსნული ლაშქრობები სამხრეთ-აღმოსავლეთზე და ამ ნაწილის მლტოლვილადქცეული მოსახლეობით ევროპის გაძეძგვა?
ამ ყველაფერზე ფაქტები სვამენ კითხვებს. თვითონ ფაქტები, და არა ვიღაც სუბიექტი.
This post has been edited by annavita on 10 Apr 2019, 00:53
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო