დაუნდობელი სახელმწიფო მანქანა.
,,დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქარველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!''
ამ სიმღერას რომ მღეროდა ის ხალხი მხოლოდ მასეთი სისასტიკით თუ დაშლებოდა.
BLOODREDგანდს შეცდომად მიაჩნდა თაყვანისცემა მსხვერპლის გარეშე.
ქართველებმა დაამტკიცეს რომ სამშობლოს დამოუკიდებლობას ბოლომდე მიიყვანდნენ, თუნდაც მსხვერპლი ყოფილიყო საჭირო. მათ ეგონათ ალბათ თუ დაიშლებოდნენ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. რა ვიცი.