straight away
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1057
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13
|
#54512405 · 15 Apr 2019, 10:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამწუხაროდ ამ ქალბატონისთვის არ მომისმენია (დროის და სურვილის უქონლობის გამო), მაგრამ მსგავს ლიცენზიებზე უკვე დიდი ხანია კულუარებში საუბარი მიდის. დამაინტერესა დასავლეთის პრაქტიკამ და როგორც გავარკვიე ზოგიერთ ქვეყანაში არის ლიცენზია საჭირო, ზოგიერთში -არა. ანუ ლიცენზია პანაცეა არ არის. ვის შეუძლია გახდეს გიდი? ვისაც აქვს სურვილი, კვალიფიკაცია, უნარი და რესურსი. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც საუკეთესო გიდებად სახელდება 5 შემდეგი პროფესია: 1. მასწავლებელი 2. ისტორიკოსი 3. მარკეტოლოგი 4. მსახიობი 5. ტურიზმის სპეციალისტი საინტერესოა, რომ თვითონ ტურიზმის სპეციალისტი მე-5 ადგილზეა. პირადად მე ვარ საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობის სპეციალისტი. უცხოელებთან მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, აღმოჩნდა რომ ჩემი ჩემი საყვარელი საქმე, რასაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი 70 წლის ასაკშიც, არის გიდობა. ისტორია (საქართველო, მსოფლიო), გეოგრაფია, დიპლომატია, სოციოლოგია არის ის სფეროები რასაც სკოლის და უნივერსიტეტის დროს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდი. მაგრამ როდესაც პირველად ტურისტი წავიყვანე კულტურულ ტურზე, მივხვდი რომ გარდა ზოგადი ცოდნისა, საჭიროა ტურიზმის სფეროში უამრავი ნიუანსის ცოდნაც. მაგალითად, ბუქინგით დაჯავშნის შემთხვევაში სასტუმრო იხდის გარკვეულ პროცენტს. თუ გვერდს აუვლი ბუქინგს, მიიღებ გარკვეულ ფასდაკლებას, რაც ფინანსურად სასარგებლოა ტურისტისთვის და სასარგებლოა შენთვის სასტუმროებთან სათანამშრომლოდ. ეს ერთი უბრალო მაგალითია. შესაძლოა უშუალოდ გიდს არ ეხება და უფრო ტურ-მენეჯერის საქმეა, მაგრამ მსგავსი ნიუანსების ცოდნა სასარგებლოა. რაც შეეხება ინფორმაციის გადაცემას. როდესაც ტურისტი გეგმავს რომელიმე ქვეყანაში წასვლას, ზოგადად ეცნობა ყველაფერს ამ ქვეყნის შესახებ. თუ უნდა გიდის აყვანა, ეკითხება მეგობრებს, ახლობლებს, ან კითხულობს ინტერნეტში შეფასებებს. გიდს, რომელსაც აქვს ე.წ. ცუდი ,,რევიუ", ყველა ცდილობს მის აცილებას. პირდაპირ ეუბნებიან ტურ-მენეჯერს რომ თუ შესაძლებელია ის ,,კარგი გიდი" გამოგვაყოლეთ (ანუ ცუდის არიდების დიპლომატიური გზა). გიდი არ ნიშნავს მხოლოდ ფაქტების მოყოლას. რომელ საუკუნეში აშენდა, რა მასალით, როდის აღადგინეს მესამედ გუმბათი და ა.შ. ზოგჯერ შესაძლოა მოსაბეზრებელიც იყოს ტურისტისთვის. ამიტომ კარგი გიდის მიზანი არის დაინახოს ტურისტის ინტერესი და აქცენტი გააკეთოს მასზე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ფაქტორს, იუმორს, კარგ კომუნიკაციას. გიდს ესაჭიროება მუდმივი განვითარება. ყოველდღიური. ფაქტიურად ის უნდა იყოს ინტელექტუალი. შეეძლოს ნებისმიერ თემაზე საუბარი და ამისთვის მოიძიოს ინფორმაცია. ეს ეხება პიროვნებებს, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ მომავალზე. სულ სხვა საქმეა პიროვნება, რომელიც შემთხვევით მოხვდა ამ სფეროში. დროებითი შემოსავლის წყაროდ მიიჩნევს და თუ სხვა უკეთესი რამ გამოჩნდა, დაუფიქრებლად დაანებებს თავს ამ საქმიანობას. და ისმის კითხვა, როგორ უნდა გააკონტროლო სფერო ისე,რომ შემთხვევითი ადამიანები აქ არ მოხვდნენ? უნდა დაუწესო ლიცენზია. რა არის ლიცენზია? მისცე უფლება ამა თუ იმ პიროვნებას აკეთოს კონკრეტული საქმე, სავარაუდოდ საზღაურის გადახდის ფასად. კარგით, გადავახდევინეთ პეტრეს სწავლის საფასური უნივერსიტეტში, ვასწავლეთ ტურიზმის სპეციალობაზე, მივეცით დიპლომი, აიღო გიდის ლიცენზია, დაიწყო მუშაობა ტურისტულ კომპანიაში, ან შექმნა თავისი საკუთარი. რა ხდება მერე? ის ხვდება კონკურენტულ გარემოში, სადაც სხვა უამრავი მისნაირია. მას აქვს ყველაფერი - დიპლომიც, სერტიფიკატიც, ლიცენზიაც, სტაჟირებაც, მაგრამ რა გარანტია გვაქვს რომ ის არის კვალიფიციური კადრი და არა უამრავი იმ ექიმის ან იურისტის მსგავსი, რომლითაც საქართველო (და არა მარტო) სავსეა?! ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრი, გიდი და არა მარტო გიდი, კვალიფიციური ექიმი, იურისტი, საჯარო მოხელე, მზარეული. ამის გარანტიას კი ვერავინ ვერ მოგვცემს. ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას რომ 5 წლიანი მომზადების და ლიცენზირების შემდეგ გიდი მოუყვება ზუსტ ინფორმაციას რომელიმე ისტორიული ძეგლის შესახებ. ეს არ ნიშნავს რომ ლიცენზირება არ არის საჭირო. შეიძლება საჭიროა, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება - შეუზღუდო მსგავსი საქმიანობის შესრულება უცხოელ მოქალაქეებს, საეჭვო ,,გიდებს", და წაახალისო შენი მოქალაქეები აიმაღლოს ცოდნა ამ სფეროში. თუ ეს მოხდება მივესალმები, თუ მხოლოდ ლიზენზიის ყიდვით შემოიფარგლება, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება. P. S. თუ ოდესმე გადაწყვეტთ გიდის პროფესიის დაუფლებას, გაითვალისწინეთ რომ ამ პროფესიის 70 - 80 % თქვენი პიროვნული უნარები, გამოცდილება, მონდომება და ცოდნა იქნება. დანარჩენი 30 -20 % ტურიზმის ფაკულტეტზე ან რომელიმე ფასიან კურსზე ნასწავლი ცოდნა.
--------------------
Straight Away
|