პანკისამდე სვანეთის მოვლენები იყო, უფრო ადრე - ბათუმის არეულობა. ეს შემთხვევა არაა არც ეთნიკური შუღლი, არც გარემოს დაცვის "მწვანე" საკითხი, არამედ საქმე გვაქვს ფართო პოლიტიკურ პრობლემასთან, რაც უკავშირდება უკიდურესად ცენტრალიზებულ პოლიტიკურ სისტემას.
რეგიონები კვდება და ხალხისგან იცლება. ცოცხლობს მხოლოდ თბილისი. რეგიონები მოკლებულია არათუ საკაცობრიო პროგრესისა და 21-ე საუკუნის სიკეთეებს, არამედ ელემენტარულ ადამიანურ პირობებს. როცა ადგილობრივებს ხის მოჭრის უფლებაც კი არ გაგვაჩნია, ერთი მუჭა თბილისის ელიტა ჩეხავს ჩვენს ტყეებს, ბეტონში ამწყვდევს ჩვენს მდინარეებს, თხრის და კარიერად აქცევს ჩვენს მიწებს ისე, რომ აქედან უმცირეს სარგებელსაც კი არ ვიღებთ. ეს ყველაფერი კი კეთდება სწორედ პროგრესისა და სახელმწიფოს სახელით, რაც სხვა არაფერია, თუ არა დაცინვა და როგორც თქვენი წითელი ინტელიგენტები იტყოდნენ, ადამიანების სულში ჩაფურთხება.

ჩვენ ფაქტობრივად ვცხოვრობთ არა უნიტარულ სახელმწიფოში, არამედ ერთი ქალაქ-სახელმწიფოს კოლონიალურ წესრიგში თავის პერიფერიებზე.

ქისტები მართლები არიან: ტერიტორია პირველ რიგში სწორედ იმ ხალხს ეკუთვნის, ვინც იქ ცხოვრობს. პანკისი პირველ რიგში პანკისელებისაა, სვანეთი - სვანების, ბათუმი - ბათუმელების და ასე შემდეგ. ვინც ამას არ ეთანხმება, არის არა ლეგიტიმური მმართველი, არამედ დამპყრობელი.
თუ ცენტრს წესრიგი და ლეგიტიმაცია სურს, მაშინ პატივი სცეს და შეუთანხმდეს ადგილობრივებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქვები და მუშტები უფრო ხშირად იქნება.
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი