მინდოდა მეკითხა - თავისით? და აგერ დამასწრეს... არადა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა... მისთვის წასვლა უბრალოდ წასვლა არაა - სამკვდრო სასიცოცხლო საკითხია
ასე რომ თავს შევიკავებ პროგნოზისგან
თუმცა დავუშვათ მოსახდენი მოხდა მშვიდად...
მაშინაც კი ყველაფერი ძალიან რთულადაა:
თუ სვლა და მოძრაობა გვინდა, მაშინ ლიდერია საჭირო, თუ არა კოალიციური მთავრობა დაახლოებით სამთავიანი გველეშაპის ამბავს დაემსგავსება - შუა თავი პირში რომ იღებს და აქეთ იქითა რომ ნერვიულობენ, ნეტა დრაკის მიცემა არ დაიწყოსო
ლიდერს - თვისებებს და შნოს ვგულისხმობ, მიშას მეტს ვერავის ვხედავ და თხა ვიყიდე, თხა გავყიდე წრეზე ვტრიალდებით...
ამდენად მე ესე ვფიქრობ
ფეხებზე მკიდია ვინ რას ოცნებობს, ხმას მივცემ მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელსაც მთავარი პირობა ექნება:
1. მოვალ მხოლოდ ერთი საარჩევნო პერიოდით
2. სასწრაფოდ შევიმუშავებთ არჩევნების წესს - როგორს? როგორსაც ყველა დათანნხმდება... მე სპეციალისტი არ ვარ... თუმცა ვხედავ, რომ ეს ერთ ერთი უსერიოზულესი პრობლემაა ქვეყნისთვის
3. ასევე დავალაგებ სასამართლო სისტემას, იგივე მეთოდით
4. და პირველი პუნქტივით უმნიშვნელოვანესი - მთელ საქართველოს გადავაწყობ შტატების დარად - ქართლ კახეთი იმერეთი, გურია და სამეგრელო ყველა ჩემი სამშობლოა... ხოდა ყველა იყოს ავტონომიური, თუ რაც ქვია. მოკლედ ძალაუფლრბა გაიშალოს ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად, უმაღლესი სახელმწიფო სტრუქტურების ზედამხედველობის ქვეშ
ეხლა იკითხავთ რომ ვერ შედგეს თანხმობაო?
მაგაზე კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა კარგი მეთოდი
შეყრიდა ერთად ეპისკოპოსებს, ჩაკეტავდა და მერე ვერ შეთანხმების შემთხვევაში კვირიდან კვირამდე ურთულდებოდათ რაციონი, პირობები, ბოლოს შიმშილით და სახურავის ახდით დამთავრებული... მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ ყველაფრისთვის დადგენილი თარიღები უნდა იქნეს გახმოვანებული
პირობას ვდებ ამისთანა პარტიას სულ ცოტა 20 ხმას მივცემ
დააკვირდით!!! არსად მიწერია იმას თავის მოჭრა, ამას ჩამოხრჩობა, იმას დედის ხვნა, ამას შიმშილი
ვისგანაც ესეთ მესიჯს გავიგებ ყველას მოგიკითხავთ თბილად და გაგამგზავრებთ ტურისტულ ექსპედიციაში სამ ასოზე
დავიწყოთ ქვეყნის შენება სუფთა ფურცლიდან
tu ara da arc ra... tu kaia