ნუ გირჩელები ზოგადად რაღაც ლოგიკურს ამბობენ ხოლმე, უფრო პოპულარულები იქნებოდნენ რომ მათი სახეები არა ჯაფარიძე ხვიჩა ან იაგო, არამედ ვინმე, დაღვინებული ზრდილობიანი და ელემენტარულად უფრო სრულყოფილი პიროვნება ყოფილიყო...
ეხლა რაც შეეხება პრობლემას, ჩემის აზრით გადაცდომა იყო ორივე მხრიდან:
1) სპეცრაზმი არ უნდა აგვარებდეს ივესტორების საკითხს
2) ეკონომიკის სტრუქტურა იმისთვის გვყავს რომ მსგავსი საკითხები მოლაპარაკებით აღმოფხრან
ეხლა რაც შეეხება მიწას, ეს მიწა ეკუთვნის პანკისის ხეობას და ამ ხეობაში მცხოვრებ საზოგადოებას, ხოლო ეს საზოგადოება და ხეობა ეკუთვნის საქართველოს, ანუ საქართველო ანხორციელებს ამ სუბიექტზე, ობიექტურ იურისდიქციას... სრული კანონიერი უფლებით
არ შეიძლება და ანტისახელმწიფოებრივია თუ ვიტყვით რომ ეს ხეობა კონკრეტულად რომელიმე უმცირესობას (ამ შემთხვევაში) პანკისელებს ეკუთვნით და რაც უნდათ და როგორც უნდათ ისე უნდა მოიქცნენ თავის მიწაზე, მაგალითად:გადაწყვიტონ შემოუშვან ან არ შემოუშვან ინვესტორი, სპეცრაზმი,პოლიცია,სახელმწიფოს იურისდიქციის განმავრცელები ობიექტები და ა.შ...
პოლიციის აშენების უფლებასაც არ აძლევდნენ თურმე... ეს არის მომავალში დე-იურე სეპარატიზმის დასაწყისი...
მაგალითად თუ ეს პრეცენდენტი გავა პანკისის ხეობაში და ქისტები თავისსას გაიტანენ, ჯავახეთში იგივე კანონით სომხები მოაწყობენ "თავის მიწას" ზუსტად იმავე ხერხით და მოითხოვენ თავისი კანონიერი სახლების ნაკვეთების და მიწების სომხეთთან მიერთებას და სომხური იურისდიქციის გარცელებას, იგივე შეიძება მოხდეს ქვემო ქართლში და ა.შ ...
თქვენი კანონი კარგია გირჩი კარგად ლაყბობს, დიახ სწორადაც რომ კარგად ლაყბობენ და დემაგოგები არიან, არის მათ დემაგოგიაში სიმართლის მარცვალი, მაგრამ აი გარტყმაში არ არიან რა გარემოში ცხოვრობენ და რა გარემოში არსებობს საქართველოს სახელმწიფო, როცა ჩეჩნები კბილებს ილესავენ ჩვენზე, ან სომხები ჯავახეთზე, აზერები ქვემო ქართლზე, თურები აჭარაზე, რუსები მიზანმიმართულად ახორციელებენ ახალი ტერიტოიების ექსპანსიას, ამ დროს რას აკეთებს გირჩი? ამბობს რომ პანკისელებისააა ეგ მიწა და რაც უნდა ქნან? სომხებისააა ის მიწა და რაც უნდა ქნან? ან ქვემო ქართლი აზერებისააა და როგორც უნდა ისე მოაწყონ თავისი მიწა???? თუ საზღვარზე მომდგარ ერთ მეორე ან მესამე სახელმწიფო საჯარისო სტრუქტურებს ტრაკის გაშიშვლებით და პროჭის ჩვენებით დააფრთხობენ? როგორც კი მასე დადგები იმწამსვე ჩაიხდიან ისინიც ქამარს და გაგიბაბანებთ სადაც საჭიროა

)) კავკასიის და კავკასიური პრობლემების, მათი ეთნოსის და წესჩვეულებების გარტყმაში არ ხართ,ასე მგონია საიდანღაც შუაგულ ევროპიდან ჩამოვარდით ამ მგლების ხროვაში და ტრაკის თამაშით ცდილობთ რაიმეს შეცვლას... შეიგნეთ რომ ზედმეტი თავისუფლება, ლიბერალიზმი და პლიურალიზმი გაანადგურებს საქართველოს და ქართველს როგორც ეროვნებას, ჩვენს რეგიონში სამწუხაროდ სხვა ტაქტიკაა საჭირო, მაგალითად მე მივემხრობი საქართველოს "ისრაელიზაციას" აბსოლუტურად გამართლებული მოდელია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის და დაძაბული რეგიონისთვის... წარმოიდგინეთ ებრაელებს რომ ეგვიპტელებისთვის ტრაკები ეჩვენათ 1969 წელს... აი ხო გაუყრიდნენ სათითაოდ?

)))
ჰო აქვე ცხოველები ახსენა ჯაფარამ და მისი მიდგომებით ვფიქრობ რომ საქართველო კრავი გახდება მგლების გარემოცვაში...
ადამიანი რომელსაც ქვეყნის მმართველობაზე აქვს პრეტენზია
"გაპრავება" ვაპშე" მამენტ" და ათასი ქუჩის და პოსტსაბჭოთა უწიგნური ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს როგორც მინიმუმ...
ისე კი პატივისცემით თქვენი იდეებასდმი, ბატონო გირჩელებო, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი საუბარი მხოლოდ დემაგოგიური და ქმედება კი დამღუპველი იქნება ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ გისურვებთ წარმატებას მაგრამ არა საქართველოში...
ან შეცვალეთ ის მახინჯი სახეები რაც თქვენს პარტიას წარმოადგენს და თქვენი იდეების განსახორციელებლად იპობეთ ერუდიტი, ინტელიგენტი ან საზოგადოებისთვის მოსაწონი პიროვნება
პატივისცემით ლ.ტ