#54560503 · 24 Apr 2019, 14:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vasilii
| QUOTE | ჯერ მაჩალიკაშვილის მკვლელი უნდა დაიჭირონ მერე ტატუნაშვილ-ოთხოზორიასი მერე |
არასწორი მგონია მაჩალიკაშვილის ტატუნაშვილ-ოთხოზორიასთან ერთ სიაში მოთავსება. მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა ესროლა. რატომ უნდა დაიჭირონ. რაღაც წესები არსებობს ალბათ, სპეცრაზმელის დაცვის, ასე ხომ არ არის. არაფერში არ გვჭირდება არც ჩვენ და არც ქისტებს მათი ვაჟკაცობის და ყველაფერში მართლობის ასე გაზვიადება. გამოძიება მოითხოვო, ერთია და წინასწარ რომ იცი, რომ მაჩაკილაშვილი ცის ანგელოზია და მისთვის მსროლელი სპეცრაზმელი - დასაჭერი - ასეთი მიდგომა არასწორია.
მე ასეთ საკითხებზე ყოველთვის ასეთი აზრის ვიყავი. ის მიკვირს, ნაცმოძრაობა და მისი მხარდამჭერები, რომლებიც 7 ნოემბერს ამართლებდნენ, დღეს ყველანი ქისტები რატომ არიან და მაჩალიკაშვილი რატომ აკერიათ პირზე. ახლა კიდევ შევაგულიანოთ პანკისელები, რა კარგია, პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ, ეგრე გააგრძელეთო.
მთავრობა რომ ძალიან გაუფრთხილებლად მოიქცა, ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ მეორე მხარემ, ვინც მთავრობას აკრიტიკებს, მთავრობის კრიტიკაში ქვეყნის ინტერესებიც არ უნდა მიაყოლოს...
This post has been edited by aerztin on 24 Apr 2019, 14:05
|