სანამ მოლაპარაკებები მიდის, ესენი მძიმე ტექნიკით თხრიან
http://rustavi2.ge/ka/news/134176?fbclid=I...KXC8yiP2vyoL1swვითარება დავით გარეჯში და მოლაპარაკებები საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომის ფარგლებში - მმართველი გუნდი პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კონსულტაციები ყველა დონეზე მიმდინარეობს. მამუკა ბახტაძის თქმით, ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ორმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ, დემარკაციის საკითხი დაასრულოს ცივილურად და მეგობრულად.
ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შევაფასოთ ის საკითხი, რომ ამდენი წლის შემდეგ კომისიებმა განაახლეს მუშაობა. მე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი ამ საკითხზე. კონსულტაციები იყო ყველა დონეზე და შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი დაასრულოს ცივილურად, ისე როგორც ეკადრება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება,“-აცხადებს პრემიერი.
„ქართული ოცნების“ ქმედით ნაბიჯებსა და პრობლემის მოგვარების სტრატეგიაზე ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც.
„დავით გარეჯის საკითხი არის საკითხი, რომელიც მენდეთ, რომ თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ, პირველ რიგში ეს აწუხებს ხელისუფლებას.
სწორედ ამიტომ კონკრეტული ქმედით ნაბიჯები გადადგმულია და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, სამართლიანად გადაწყდება ეს საკითხი. მე ვფიქრობ აქ ზედმეტი ემოციები იქნება მხოლოდ დამაზიანებელი ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ ჩვენ საქმეს ძალიან პრაგმატულად და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველ გუნდს არასწორ ქმედებებში ადანაშაულებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ფარგლებში, სწორი სტრატეგია არ ჩანს.
„საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან გვქონდეს გადაწყვეტილების მიღების ისეთი სწრაფი მექანიზმები, რომ არ შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ დავით გარეჯში ვხედავთ ხოლმე.
სამწუხაროა, რომ ამ პრინციპს ჩვენ მოქმედებაში ვერ ვხედავთ და ვხედავთ, რომს აქართველოს ხელისუფლებას ან უკეთეს შემთხვევაში საერთოდ უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა რას აკეთებს ან უარეს შემთხვევაში, აქვს წარმოდგენა იმაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ასეთი პრობლემები,“-ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველომ პოზიციები დაკარგა. პარტიის ლიდერების თქმით, დღეს შექმნილი ვითარება, ქვეყნის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.
„ეს არის მორიგი პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა და გაუჩნდა. ჩვენ ყველა მიმართულებით დავკარგეთ პოზიციები და რა თქმა უნდა ეს იმ მავნებლური, შეგნებული, არასწორი პოზიციის და პოლიტიკის ბრალია, რაც თავიდანვე გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა,“-განაცხადა გია ბარამიძემ.
ალოოო
გამოიღვიძეთ!!!!
This post has been edited by basa-ttt on 24 May 2019, 12:18