მეგობრებო...
2007 წელს ჩვენი ეკლესიიდან ვწარმოებდით აღდგენით სამუშოებს ჩიჩხიტურის სამონასტრო კომპლექსში.
გავასუფთავეთ, აღვადგინეთ, შევლესეთ, რესტავრაცია გავუკეთეთ და ა.შ
ერთ დღესაც მივედით სამუშაო ჯგუფი და ჩვენი რამოდენიმე ადამიანი აზერების სამხედროებმა დაიჭირეს (ჩემი 2 მეგობარიც), ეს ჩვენი ტერიტორიაა და რა პონტში აწარმოებთ სამუშაოებსო/
მაშინ ავტეხეთ ერთი ამბავი მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან რეაქცია 0, ჩემ ფეხება დამოკიდებულება იყო.
ამის მერე კიდევ გადმოწიეს აქეთ და ისევ რეაქცია ნული.
ვერ გამიგია დღემდე შემდეგი რამ:
თუ რუსეთს და აზერბაიჯანს საზღვარზე ჰყავს საჯარისო ნაწილები, ჩვენი მიწები რატომ არის მიგდებული?
პ.ს
2006 წელს 2 ოჯახი გადმოვიდა აზერებიდან და უდაბნოში დაიწყეს ცხვრის მოშენება, რამოდენიმე წლის შემდეგ 10-ზე მეტი ოჯახი გაიჩითა და 2013-2015 წელს ტიპებმა ეს სოფელი ჩვენიაო

(((((
აი როგორ ვკარგავთ მიწებს.
რეაქცია???? ისევ არაფერი ნული.
რაც მოგვდის ჩვენი ბრალია, სხვას რა უნდა დავაბრალოთ?
ერთამეთში კინკლაობის გამო დავივიწყეთ ყველაფერი საერთო.
იმ საუკუნეებში როცა სახე აგვახიეს გარეშე მტრებმა სხვა რამე კი არ ხდებოდა, შიდა დაპირისპირების გამო ვერ ვახერხებდით გაერთიანებას.
დრეს რამე სხვა ხდება? უბრალოდ ფორმებია შეცვლილი, შედეგი იგივეა
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.