ხანდახან მგონია რო ზოგი ტრაკით აზროვნებს, ნუ მინიმუმ კითხვა არ იცის

მე ვარ ლიცენზირებული მრბოლელი და მყავს სარბოლოდ მომზადებული ავტომობილი, რომელსაც აქვს საავტომობილო ფედერაციის ტექ პასპორტი. ავტომობილი 100% აკმაყოფილებს დღევანდელ ტექ მოთხოვნებს (ფარები, სავალი ნაწილი, მუხრუჭები, ხილვადობა, გამონაბოლქვი და ა.შ.) მაგრამ!!!! მხოლოდ იმის გამო რომ, სალონში არ მაქვს ე.წ. "აბივკები" ვერ გავდივარ ტექ შემოწმებას. ამ კანონის მერე, თუ ავტომობილს გააჩნია ფედერაციის ტექ მოწმობა, მოწმობის საფუძველზე, მიდის ნებისმიერ ტექ ინსპექტირების ცენტრში და გადის ხელახალ შემოწმებას (ფარები, ხილვადობა, სავალი ნაწილი, მუხრუჭები) და თუ დააკმაყოფილებს ამ შემთხვევაში მიენიჭება ქალაქში გადაადგილების უფლება.
ქალაქში გადაადგილება მჭირდება სულ მცირე რბოლამდე რო მოვამზადო მანქანა (ზეთი შევცვალო ან ხუნდები, ან თველების ნახარი ე.წ. "რაზვალი'), ტექ შემოწმების გარეშე, ყველა გასვლა, დაჯარიმებას ნიშნავდა, ასე რომ მემგონი ლოგიკური გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება განბაჟებას, ავტომობილი, რომელიც ჩამოსვლიდან 90 დღის ვადაში "გადაკეთდება სპორტულად" და მიიღებს ტექ პასპორტს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ისარგებლოს განბაჟების ამ ტარიფით. შეგახსენებთ რომ, ტექ პასპორტი გაიცემა ყოველ წელს ხელახლა (ისევე როგორც სარბოლო ლიცენზია) და წლის განმავლობაში, ყოველი რბოლის წინ (საშუალოდ 6 ჯერ წელიწადში) ხდება ავტომობილის ხელახალი შემოწმება. რეალურად ნებისმიერი სარბოლო ავტომობილი გაცილებით მკაცრად მოწმდება ვიდრე სამოქალაქო, თან ჩვენც არ გვაწყობს გაუმართავი მანქანა, ეგრეც არ ვრისკავთ

როგორც კი მანქანა ვერ დააკმაყოფილებს ფედერაციის მოთხოვნებს ეგრევე დაეკისრება ჩვეულებრივი განბაჟების ტარიფი

პ.ს. ნუ იქმნით საავტომობილო სპორტზე წარმოდგენას ქალაქში მოგაზავე პაცნებიდან გამომდინარე, არანერი კავშირი არ გვაქვს მაგ კასტასთან. ქალაქში მხოლოდ რბოლის წინა დღეებში გავდივართ მოსამზადებლად სარბოლო მანქანით, დანარჩენ დროს უბრალოდ ფარეხშია.
Ferrari is scaled down version of God, Porsche is jumped up version of VW Beatle
We don`t sell a car we sell a dream © Luca di Montezemolo
ბუმბერაზი კლასიკოსები
Squadra Azzurra
მენეჯერობა მურტალი რამეა © რასტრელი