საპარლამენტო რესპუბლიკა რომ შეუფერებელია, ბოლო დროს ამაზე ლაპარაკობენ, თვით კარის პოლიტოლოგ საყვარელიძესაც კი წამოსცდა))
მაგრამ რამდენი მილიონი კაცი უნდა დაიკიდოს...
ნუ დაგვავიწყდება, რომ საპრეზიდენტოდან საპარლამენტოზე გადასვლა რამდენიმე წელიწადს იყო ქვეყნის უმრავლესობის მოთხოვნა, რადგან საპრეზიდენტო მმართველობამ არ გაამართლაო. მერე მიშამაც ვითომ იეშმაკა, ხალხსაც უნდა და ბარემ მეც ვისარგებლებ, პრემიერად გადავჯდებიო და აქ კი დაერხა.
მაგრამ არამც და არამც ეს არ იყო სააკაშვილისგან მომდინარე. დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ამას მრავალფეროვანი ანტინაცი ძალები.
მაგრამ პრობლემა ის მგონია, რომ ჩვენთან არც ერთმა მოდელმა არ გაამართლა და არც გაამართლებს.
იმიტომ რომ არც ერთი მოდელი მართლა არ დაგვინერგავს, მხოლოდ პრაფანაციები იყო. აი, როგორც დიპლომს ყიდულობს ქართველი და არ სწავლობს და ეს ჩვეულებრივი ამბავი ჰგონია, ასევე ჰგონია, რომ გვექნება ვითომ საპრეზიდენტო მმართველობა, ან ვითომ საპარლამენტო და არა უშავს.
არა უშავს კი არა, ესეც კონკრეტულად და ზოგადად ასეთი დამოკიდებულება დედას უხნავს ყველაფერს, მათ შორის, მომავლის პერპექტივასაც.
პაკაზუხურად არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ კი უმეტესწილად პაკაზუხურად ვიქცევით, ქვეყანასაც კი პაკაზუხურად და არარეალურად ვაშენებთ და გასაკვირი არაფერია.
ინფანტილიზმის მიმდევრებს ყურადღება პრობლემის არსიდან გადააქვთ, მათთვის ყოველვის ყველაფერი „სხვისი“ ბრალია - მასონების, რუსეთის, ამერიკის, სომხეთის თუ რა ვიცი, თუნდაც აგერ აზერბაიჯანი იყოს.
მაგრამ ეს ცხოვრება თამაში არ არის და სიყალბეს არ პატიობს.
P.S. ესეც საკითხავი მასალა:
რამაზ საყვარელიძე - დღევანდელი საქართველოსთვის გამართული საპრეზიდენტო მმართველობა უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე საპარლამენტო
01.02.2017
ველოდი... კომისია თავიდან გაიაზრებდა იმას, თუ დღევანდელი საქართველოსთვის მართვის რომელი სისტემაა უკეთესი - საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო.
კომისიამ ეს ურთულესი საკითხი, სადაც გასათვალისწინებელი იყო საქართველოს ბევრი თავისებურება, ერთ დღეში გადაწყვიტა. შეიძლება მიეღო იგივე გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა სჯობს, მაგრამ ცოტა მეტ ხანს ემუშავა მაინც ამ საკითხზე. ამ ტემპიდან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საკონსტიტუციო კომისია ვერ აცნობიერებს თავისი მისიის სერიოზულობას. არასერიოზულობის შთაბეჭდილებას ტოვებს ისიც, რომ ფორსირებული ტემპით მუშაობენ. მგონია, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად მივიღებთ იურიდიულად გამართულ, მაგრამ პოლიტიკურად გაუმართავ კონსტიტუციას. პოლიტიკურ გაუმართაობაში ვგულისხმობ იმას, რომ არ შეიძლება საპარლამენტო მმართველობა დაამკვიდრო ისეთ ქვეყანაში, სადაც პარტიები, პრაქტიკულად, არაა.
...
საპარლამენტო რესპუბლიკა კარგია მხოლოდ მაშინ, როცა თანაბარი ძალის რამდენიმე პარტია არის პარლამენტში წარმოდგენილი, რომლებსაც, ამავე დროს, აქვთ ერთმანეთთან მოლაპარაკების კულტურა და სურვილი. იმის გამო, რომ ჩვენ პარტიები თითქმის არ გვაქვს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ევროპის დაუფიქრებელი მიბაძვით ჩვენ ერთპარტიულ საბჭოთა კავშირში აღმოვჩნდებით, რაც, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ სურს.
...
საპარლამენტო რესპუბლიკა ყოველთვის აწყობს მმართველ პარტიას, თუ იგი დარწმუნებულია, რომ ადვილად დაჩაგრავს ოპონენტებს. აწყობს ოპოზიციასაც, თუ ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს და თავად გახდება „დრაკონი“. ერთადერთი, ვისაც არ უნდა აწყობდეს საპარლამენტო მმართველობა, არის მოსახლეობა, ყოველ შემთხვევაში, განვითარების მოცემულ ეტაპზე.
...
გამართულ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში ჩვენ არ გვიცხოვრია, საპრეზიდენტო სისტემა ჯერ შევარდნაძეზე იყო მორგებული, მერე სააკაშვილზე. ვფიქრობ, დღევანდელი საქართველოსთვის გამართული საპრეზიდენტო მმართველობა უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე საპარლამენტო.
https://www.interpressnews.ge/ka/article/41...e-saparlamento/მოკლედ, მიშას კი უნდოდა ხალხის სურვილის სათავისოდ გამოყენება და დათანხმდა საპარლამენტო რესპუბლიკას, მაგრამ რეალურად ეს ბიძინამ გამოიყენა და ერთპარტიული მმართველობაც მივიღეთ. ახლა 2030-მდე ისე გვეყოლება ნახევრადფარულ მმართველად, მზე მაღლა იქნება. თუ არადა აგერ ვართ ყველა.
This post has been edited by griankali on 1 May 2019, 13:44
რუსეთი უნდა დაინგრეს.