#54684498 · 20 May 2019, 09:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kolopolo
| QUOTE | პარტრესურსი და პედაგოგები დაასვენეს პირველ ტურში? მეორე ტურში დაავალებენ. |
რა თქმა უნდა ჯერ მთელი რესურსი რეგიონებში ჰქონდათ გადასროლილი, მეორე ტურში მთაწმინდასაც მიხედავენ... უფრო "ტონკად", რასაკვირველია. როგორც გუშინ ხუხაშვილმა თქვა, ეს რაიონშია 150 ლარი დიდი ფული, ამით მთაწმინდელებს ვერ იყიდი. Future>| QUOTE | არ მესმის, რა... ესე რობოტებივით როგორ უნდა ვირჩევდეთ სულ. რატომ ვაძლევთ ერთ კალათას სრულ ძალაუფლებას, და ეს კალათა როცა ხედავ ფუნით სავსეა, შენ უკანასკნელ ვაშლს რომ დებ, ხომ იცი, რომ ფუნა შეგვრჩება ბოლოს? |
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მოქალაქეთა კავშირის ბოლო წლებს. კაციშვილს რომ ვერ ნახავდი, ვინც მათ ხმას აძლევდა და მაინც ყველა არჩევნებს რომ იგებდნენ.
ასეა... ჩლუნგი მოთმინებით ველოდებით ხელისუფლების ბოლომდე გახრწნას, მერე ერთბაშად ვიშორებთ და მომდევნოს ისევ სრულ ძალაუფლებას ვაძლევთ. ნაცებში კიდევ გაგვიმართლა, საქმეც აკეთეს, ეს კრეტინები, უბრალოდ, სახელმწიფოს შლიან.
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|