კი, ნამდვილად ასეა. ისევე როგორც უამრავი მასეთი სტატია, სადაც რესპოდენტი ხშირად ყველანაირი წყაროს გარეშე დააბრეხვებს ხოლმე ასეთ საოცარ რამეს. ერთ ჟურნალისტსაც არ მოუვა თავში დასვას კრიტიკული კითხვა, იმიტომ რომ მერე აღარ გამოუვათ სკანდალური, ტყუილებით გატენილი სტატია და რა ქნან? ეკონომიკის ცოდნაც სპეციფიურ განათლებას მოითხოვს და საქართველოს პირობებში და დაბალი ხელფასის პირობებში ჟურნალისტსაც ვერ მოსთხოვ, დაჯდეს და ჯერ სპეციფიკაში გაერკვეს.
მაგალითად, აბსოლუტური ტყუილია, რომ ბოლო ოთხ კვირაში მედიკამენტების საშუალო ფასებმა 10-11 პროცენტით მოიმატა და იმავე სტატიას თუ დავესესხებით, არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული ეს სენტენცია. რა თქმა უნდა სფი-ს ინდიკატორი არ მოიცავს ყველა მედიკამენტს და რაღაცა შეიძლება ნამდვილად გაძვირდა ასე, თუმცა ზოგადი სურათის შესაფასებლად და ტყუილში გამოსაჭერად ეს ინფორმაცია საკმარისია:
სამედიციონო სექტორის ბოლო ხუთი თვის ფასების დეტალური ინდექსები:
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 106.27 106.62 106.98 104.53 104.34
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 110.50 107.77 101.90 101.73 103.43
ანტიბიოტიკები 104.14 106.79 107.86 109.54 109.03
ვიტამინები 102.59 103.59 106.12 106.44 107.64
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 103.53 103.31 105.59 105.85 102.79
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 103.72 103.05 104.64 104.80 102.84
თერმომეტრი 99.44 101.86 111.88 110.08 108.68
წნევის საზომი აპარატი 96.56 103.27 106.07 106.42 104.67
სათვალის ლინზები 100.19 101.60 101.60 101.60 101.60
ბამბა 103.86 101.00 102.81 102.81 102.19
შპრიცი 100.84 100.84 100.68 101.46 101.52
თერაპევტის კონსულტაცია 104.61 104.36 103.79 102.67 102.64
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) 103.46 103.31 103.85 103.85 103.85
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) 105.40 104.25 103.44 103.44 103.44
სისხლის ანალიზი 101.02 101.53 101.53 102.12 99.47
ექოსკანირება 101.80 101.47 101.75 102.58 102.74
საავადმყოფოს მომსახურება 102.09 102.09 102.09 101.76 101.76
ქირურგიული მომსახურება 100.83 101.46 101.54 101.54 101.54
სამშობიარო მომსახურება 101.05 100.70 100.70 101.04 102.01
https://www.geostat.ge/ka/modules/categorie...deksi-inflatsia This post has been edited by შავლეგა on 4 Jun 2019, 11:26