ბატონო შავლეგ კითხვები მაქვს და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი ექსპერტული პასუხი
ფაქტი 1:
დოლარის ინდექსი 2004-დან 2014 წლამდე საშუალოდ 79 იყო (მერყეობდა 70-90 დიაპაზონში)
ფაქტი 2:
2014 წლის ივნისიდან 2015 წლის თებერვლამდე დოლარის ინდექსმა გააკეთა ნახტომი 79-დან 96-მდე, მარტივად რომ ვთქვათ დოლარი გაძვირდა დაახლოებით 25 პროცენტით
ფაქტი 3:
2015 წლიდან 2019 წლამდე დოლარის ინდექსი საშუალოდ 96-ია, მერყეობდა 89-102 დიაპაზონში, უფრო ნაკლები ამპლიტუდით ვიდრე 2004-დან 2014-მდე
ფაქტი 4:
2004-დან 2014-მდე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იყო საშუალოდ 1.7, მერყეობდა ძირითადად 1.6-1.8 დიაპაზონში (ომის დროს გამყარდა მოკლე ვადით 1.4-მდე)
ფაქტი 5:
2014-დან 2015 წლამდე ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში გააკეთა ნახტომი 1.7-დან 2.3-ზე, გაუფასურდა დაახლოებით 25 პროცენტით (დოლარის ინდექსის ზრდის პროპორციულად)
ფაქტი 6:
2015 წლიდან მოყოლებული, მიუხედავად დოლარის ინდექსის სტაბილურობისა, ლარის გაცვლითი კურსი განუწვეტლივ მიყვება აღმავალ ტრენდს. თუ ადრე ლარის კურსი მოძრაობდა 1.6-1.8 კორიდორში, 2015-ის მერე ის მიყვება აღმავალ ტრენდს დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით და ამ ტრენდის დამთავრებას ბოლო არ უჩანს, მუდმივად ხსნის ახალ ATH ნიშნულებს
წყარო:
https://www.tradingview.com/symbols/TVC-DXY/აქ ჩნდება ლოგიკური კითხვები
კითხვა 1:
დოლართან გაუფასურების ნახტომის შემდეგ, როცა სტაბილიზაცია უნდა დამდგარიყო და ლარი მოქცეულიყო კორიდორში, რატომ მიყვება ლარის კურსი 45 გრადუსიან აღმავალ ტრენდს 2015 წლიდან მოყოლებული, მაშინ როცა დოლარის ინდექსი უფრო სტაბილურია ვიდრე ის 2004--2012 წლებში იყო? რატომ არ დაიჭირა ლარმა კორიდორი 2.2-2.4 ინტერვალში
კითხვა 2:
ინფლაცია 2004-2014 წლებში იყო უფრო მაღალი, ვიდრე 2015-2019 წლებში, მიუხედავად იმისა რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2004-2014 წლებში სტაბილური იყო, ახლა კი განუწყვეტლივ უფასურდება, რატომ იყო სტაბილური ვალუტის პირობებში ინფლაცია უფრო მაღალი? თუ ინფლაციაზე ვახდენთ აპელირებას მაშინ გამოდის ინფლაციისთვის ლარის კურსის გაუფასურება არ არის საჭირო.
კითხვა 3:
ეკონომიკური ზრდა 2004-2014 წლებში იყო ბევრად მაღალი ვიდრე მომდევნო წლებში, გამოდის რომ ლარის გაუფასურება ვერ ახალისებს ექსპორტს და შიდა პროდუქტის ზრდას, მაშინ რატომ განაგრძობს მთავრობა ამ მავნე პოლიტიკას?
კითხვა 4:
2004-2014 წლებში ეროვნული ბანკი ხან ყიდულობდა დოლარს, ხან ყიდდა, მოთხოვნა მიწოდების შესაბამისად, ამით ის მცირე კორიდორში აქცევდა ეროვნულ ვალუტის კურსს. დღეს ეროვნული ბანკი, მხოლოდ ყიდულობს დოლარს, თან ყიდულობს პიკებზე როცა ყველაზე ძვირია და როცა ყველა ლოგიკის თანახმად პირიქით, უნდა გაყიდოს, ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ლარის გამყარებას და ცდილობენ არ შეწყდეს გაუფასურების 45 გრადუსიანი ტრენდი. რა უნდათ? ჩვენი მტრები არიან?
კითხვა 5:
მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ხომ არ ჩაისვარა? ან მოსახლეობის მიზანმიმართულ ძარცვას და ბოროტებას ხომ არ ეწევა?
This post has been edited by The13thFloor on 6 Jun 2019, 20:29