ამხელა დამსაქმებელი კაცი ხარ რომ გკითხოს კაცმა და სიბრძნეებს აფრქვევ ყველა საკითზე. სინამდვილეში კი ორი ბწკარი ვერ ამოგიკითხავს კანონიდან გასაგებად. შენ ვერ ერკვევი, ვერ ერკვევი და ბუღალტერი ხომ გყავს მანდ, მაგას მაინც კითხე, გაგარკვევს, დატრენინგებული იქნება წესით.

თუ მაგასაც ვერ შვები, მაშინ ჰა შენ ამონარიდი კანონიდან, მეეჭვება რამე გაიგო, მაგრამ სხვები მაინც ნახავენ და შენს ტყუილებს აღარ დაუჯერებენ:
"დ) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს
2 პროცენტს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ
მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის სახით ან/და
თვითდასაქმებულის მიერ შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ან 1 პროცენტს, თუ მონაწილის
მიერ ხელფასის სახით ან/და თვითდასაქმებულის მიერ შემოსავლის სახით მიღებული თანხა 24 000
ლარიდან 60 000 ლარამდეა. სახელმწიფო საპენსიო შენატანს მას შემდეგ განახორციელებს, რაც
საპენსიო სააგენტოს შეტყობინებით დადასტურდება, რომ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე აისახა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საპენსიო შენატანები (შენატანი). სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის
დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც
აღემატება 60 000 ლარს."