ვახხ...
რა ძაან მეცინება, კაცო!
ამქვეყნად მხოლოდ ნოდარმელაძეებსა და გვარამიებს მიაჩნიათ რუსთავი2 მართალ და პროფ. ტელევიზიად...
მარტო ნოდარმელაძეებსა და გვარამიებს სჯერათ, რომ რუსთავი2 მხოლოდ ტელევიზიაა...
და სულაც არ არის ერთადერთი (ეგაა) მძლავრი და საძირკვლიანი საშპიონაჟო აგენტურული საყრდენი პუნქტი როგორც რუსეთის,
ასევე დასავლეთისთვისაც...
და რომ სულაც არ თამაშობენ ორმაგ თამაშს, რომლის შედეგადაც ნამდვილ ფასეულობებს რამსები აქვთ არეული, როგორც ჟურნალისტურ
სინდის-ნამუს-დეფიციტ-გარღვევებში, ასევე მწყობრიდან გამოსული სიმართლის საზომი სინდიყის ამბავში...
ჰეჰ!
რომელ ტელევიზიაზე მემუსაიფებით, ბატონებო?
იმაზე ხომ არა, რომლის დამსახურებითაც ჩვენმა დიასახლისებმა უკვე საკმაოდ საფუძვლიანად გაიცნეს თურქეთის ობივაწელთა ცხოვრებისეული ვნებები?
ანთუ იმაზე, რომლის მეშვეობითაც ნახევარი საქართველო „მომხიბლავ კატასტროფთა“ აბსტინენციურ მელანქოლიაშია გადავარდნილი და თუკი კურიერის
გმინვა-გოდება არ ესმათ, ძვლებში ტეხვა ეწყებათ?
მაგან და „იმედმა“ დაასნეულა ისედაც საზურაბიშვილო საზოგადოება...
თქვენ კიდევ აქ ყიჟინას სცემთ, ეგრე უნდაო... ეგრე უნდა იგინოს და იუზრდელოს კოხინ-ხინმა თავისი სტუდიიდანო...
არულა ვაღუააა...
მართლა სად ვცხოვრობ...