ეს დოკუმენტი არ არის დასაკარგი - კალენდარზე 2019 წელია, მარსზე მზის ამოსვლად და ჩასვლას ვხედავთ და მაინც "იქ" ვართ....
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/218189?
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 12
მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. დღეს
მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი 12
მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ითვალისწინებს მხოლოდ - საქართველოს
ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის
ხსენების დღეს. შესაბამისად,
საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის 27
დეკემბრის განჩინება, რომ 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს
წილხვდომილობის დღედ, ასევე აისახოს წარმოდგენილი ორგანული კანონის შესაბამის
მუხლში. ინფორმაციისათვის, საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე “ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს შემდეგს:
„შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა
წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და
უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი
ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული. ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა
ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა
მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს
წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა,
კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა
წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის
რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული
სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება
ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა - ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის
ყოველი მოქალაქის.
შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის
დღე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქედან, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა
სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს
წილხვდომილობის დღედ, ხოლო დღეს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-20
მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად
ითვალისწინებს მხოლოდ - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, შესაბამისად, მიზანშეწონილად
ჩაითვალა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ასევე წარმოდგენილი ცვლილების სახით
ასახვა.
აქვე, ინფორმაციისათვის, ჩვენი საზოგადოების მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა
50–ზე მეტმა წარმომადგენელმა, ზემოაღნიშნულის თაობაზე წერილობით მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ორგანული კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, როგორც
სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან
ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ასევე
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც - იმედის დღე.შედეგი ეს ყოფილა: - იმედი

))
კანონი უკვე გაქვთ და კეთილი ინებეთ და იმედიანად იყავით, თქვენი სუსი არ გავიგო აწი