#54628603 · 8 May 2019, 20:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თურქეთს ფაქტობრივი სამოქალაქო ომის გამოცდილება აქვს ისედაც - 1970-იანებში, უბრალოდ ახლა თუ აირია საქმე,სიტუაცია ბევრად უარესი იქნება - ჯარი დემორალიზებული და განადგურებულია ერდოს ხელით...
ახლა რა ხდებოდა 70-იანებში - სჯობს ამ ამბის უშუალო მომსწრის მონაყოლი გავიხსენო. აღმოსავლეთ ანატოლიაში ვარ, ქალაქ ელაზიღში და ერთ ბებერ ლევაკთან მომიხდა საუბარი, ყავახანაში, რიზაიეს და ილდიზბაღლარის უბნების საზღვარზე, ჰოდა გაიხსენა, 70-იანებში ჩვენი უბანი (ალევიტი ქურთებით დასახლებული ილდიზბაღლარი+გვერდით მდებარე, იგივე დემოგრაფიის პატრონი ფევზი ჩაქმაქი.) ბარიკადებით გვქონდა ამოკეტილი და ქვემოდან ვინც ამოვიდა, ჩაცხრილეს ჩვენმა ბიჭებმაო, მერე მეთქი ვკითხე, ჩვენებიც ქვემოთ ვერ ჩადიოდნენ,მარტო იარაღით და "საქმეზეო"... ეს გაგრძელდა 3 წელი, მერე მოხდა გადატრიალება და ჯარმა ორივე მხარეს - მემარცხენეებსაც და მემარჯვენეებსაც დედა უტირა, მაგრამ ამ სამ წელიწადში, უბანი უბანს და სოფელი სოფელს გადაეკიდა, დაიღუპა სადღაც 10000 ადამიანი... და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - PKK მაგ პერიოდის პროდუქტია.
This post has been edited by salvatore on 8 May 2019, 20:41
--------------------
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.
|