#54633875 · 9 May 2019, 19:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
robin
გასაგებია შენ რასაც ამბობ, ანუ რეზიუმირება, რომ გავუკეთო, მის მიერ აღიარებულმა სუბიექტებმა, მისცა რუსეთს მანდატი, რომ ჯარი ჰყავდეს, შესაბამისად ის არ გაიყვანს ჯარს, ამ ტერიტორიებიდან, რადგან ამის ლეგიტიმაციას მას, მის მიერ აღიარებული სუბიექტები აძლევს.
ეხლა მე ვერ ვერკვევი, საერთაშორის სამართალში, თუ რამდენად შეუძლია რუსეთს, არ აღიარებულ სუბიექტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გადაწონოს ომის მეორე მხარესთან და შუამავალ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელბიც არიან გაეროს წევრი ქვეყნები, მათ გარეშე.
მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ მან აღიარების შემდეგ გააფორმა ხელშეკრულება, საფრანგეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ამით ლეგიტამაცია მისცა საფრანგეთს, მიუხედავ აღიარებისა, გამოსულიყო მხარედ ამ კონფილქტში ანუ მიუხედავად იმისა, რომ მან ცალკე სუბიექტებად აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, კონფლიქტში საფრანგეთს მაინც ლეგიტმიცია მისცა ამ დოკუმენტის გაფორმებით, შესაბამისად მის გარეშე ამის ანულირებას ვერცერ პონტში ვერ უნდა აკეთებდეს. მე ამას ვწერს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართალში თუ როგორ არის, ან თუ არის საერთოდ ეს რეგლამენტირებული არ ვიცი. მაშინ საერთოდ არ უნდა მოეწერა ხელი ამ დოკუმენტისთვის, ეგრე ჰარიჰარალოზე ხომ არ არის ჯერ ლეგიტმაცია მისცე კონფლიქტში ქვეყანას და შემდეგ ეს ლეგიტიმურობა, მის გარეშე, შენ თვითონ დაუკარგო მას, ელემენტარულად ლოგიკაშიც არ ჯდება.
|