maxouniრავი მე როგორც მივხვდი საუბარი იყო თვიურ დანახარჯზე, ანუ სტანდარტულად რამდენი გეხარჯებათ თვეში, სმა, ჭამა, კომუნალურები და ისეთ რაღაცეებში, რასაც ყოველთვიური ხარჯი აქვს.
დანაზოგი არ უნდა გააკეთო დანაზოგისთვის, ესაა მანდ მტელი მუღამი. დანაზოგს აკეთებ იმისთვის, რომ შემდგომ მაგ დანაზოგით, ისევ შენ გაიიოლო ცხოვრება და სხვა უფრო საჭირო რამეში დახარჯო.
მასე სომხურ ანეგდოტშია, არა და არ დადგა ეს შავი დღე, მუთაქას თავი რო მოვხსნაო
ძალიან სპეციფიკური თემაა დანაზოგი და ფულის თემა, უბრალოდ ყველაფერი პარალელურად უნდა აკეთო, თან გეგმო უნდა მომავალი და თან იცხოვრო, ხან მოკლევადიანი დანაზოგი დაგჭირდება ხან უფრო გრძელ ვადიანი, დანაზოგი იმისთვისაა საჭირო სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამის შესაძენად ან გასაკეტებლად, რასაც ერთ ჯერზე ვერ ყიდულობ და ვერ აკეთებ და არა იმისთვის რომ წამოვწვები მერე და ვიგულავებო.
მაგას ისევ შენი ვერსია ჯობია, ახალგაზრდობაშივე გაანიავო, თუმცა ორივე მცდარია ჩემი აზრით, მე ეგეთი პრინციპებიტ არ ვცხოვრობ და არც მესმი მათი ვინც მასე ცხოვრობს.
* * *
უგუნურება იცი რა არის, აი მთელი დღე რო დივანზე კოტრიალობენ, უკანალის განძრევა არ უნდათ და როდესაც შეატყობენ რომ ფიზიკური სხეული უმახინჯდებათ უკვე, მერე მიდიან, ფულს იხდიან დარბაზებში და ძალდატანებით იწყებენ ფიზიკურ დატვირთვას, რომ ფორმაში იყონ
ამ დროს ადამიანმა ყველაფერი ტავისი ხელიტ რო აკეთოს, მითუმეტეს 21-ე საუკუნეში თემა არ არსებობს რო ინტერნეტით ვერ ისწავლო, ეხლა მთლად სხვაგან თუ არ დაფრინავ.
ყველგან ყველაფერში ხელოსნებს ქირაობენ, თან ქირაობენ არაპროფესიონალ მავნებლებს, რომლებიც გაკეთების მაგივრად უფრო აფუჭებენ , ხარჯავენ ამხელა ფულს, მერე ტრენაჟორების დარბაზში დადიან და ძალდატანებით იღებენ დატვირთვას.
ამ დროს ძალიან მარტივადაა ყველაფერი, შენით უნდა გააკეთო ყველაფერი, ფულს ხელოსნებშიც დაზოგავ და ტრენაჟორებშიც, ბონუსად უფრო ხარისხიან შესრულებულს მიიღებ ვიდრე ვიღაცა დილეტანტის მიერთ მითხიპნილს, გონზე რო არ არიან და მაინც რო ხელოსნობენ.
მასე უამრავ საკითხში, ჭამენ იმდენ და ისეთ ნაგავს, რომ ორგანიზმს ინადგურებენ, ამ ნაგავში ხო დიდ ფულს ხარჯავენ, მერე ექიმებში და წამლებში ცალკე კიდე ორმაგს, ამ დროს რო იკვებონ ზომიერად და ჯამრთელად, ფულიც ნაკლები დაეხარჯებათ, როგორც საკვებში ისე ისე ექიმებში და წამლებში და ბონუსი აქაც მუშაობს, ჯამრთელი ორგანიზმი.
აი ეგაა უგუნურება ზუსტად, ხალხი ან ვერ აზროვნებს, ან არ ვიცი რა ქვია ამას.
ერთხელ ვცხოვრობო რომ ამბობ, და მთელი დღე დივანზე გდიხარ და სივდები ღორივით ეგაა ერთხელ ცხოვრების მუღამი?

რამდენიც გინდა იმდენია ეგეთი.
ზუსტად უმოძრაობა, ბოღმა, ნაგვის ჭამა და ა.შ. შემდეგ ანადგურებს საბოლოოდ ადამიანს და არა ცუდი ხელისუფლება ან ან ოპოზიცია. ეგენი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ისევ, მაგათ გარეშე უნდა მიეჩვიო სწორ ცხოვრებას, ეგაა მთავრი, რომ შემდგომ მათზე დამოკიდებული არ იყო და სულ ერთ ადგილზე გეკიდოს .
პ.ს.
არადა გვაქვს ქართული ანდაზები, უქმად ყოფნას, უქმად შრომა ჯობიაო
აბა კითხე ვინმეს, თუ ეთანხმებიან, დაგცინებენ, აი ესაა უბედურება, შრომა ცუდი რამე გონია ბევრს, არადა ეგაა ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლოება.
This post has been edited by tb-seli on 13 May 2019, 15:41