იოსებოვიჩს ვეთანხმები განწყობაში.
ფარისევლობის ზემია ის რაც ახლა ხდება, სიყალბის კულმინაცია.
ჯერ ეს ერთი, წილხვდომობის შესახებ გადმოცემები არ შეესაბამება ქრისტიანობის დიგმატურ სწავლებას და რას გვაზეიმებენ - ყომარში მოიგო ვინემ იბერია?!
მერე კიდე,
აი ამდენი ტაძარი ააშენეს და აღადგინეს საქართველოში კომუნისტების წასვლის შემდეგ, რაზე დაეტყო ერს ან ბერს ეს ყველაფერი?
უფრო , სულიერს თავი დავანებოთ და ზნეობრივი მაინც თუ გახდა ქართველი ხალხი?
სღვთო მადლთან რაიმე ოდნავი ზიარების ნასახი თუ დაეტყო ქვეყანას?
სასულიეროები გამოგვიჩდა ერში ისეთი რომ გული გონიერთიდან ამოსული სიტყვებით დამოძღვრავს და სწორ გზაზე დააყენებს ქართველებს?
არა! არა! და ისევ არა!
სამაგიეროდ მომრავლდნენ ქრისტეს პირდაპირ მგომებელები, ერის და ბერის შეურაცხმყოფელები, რელიგიურ სიწმინდეებზე და გრძობებზე მოღადავეები ... აი დომენიკ მაგოები და ამისი ანალოგები, მათ შორის ამ ფორუმზე. გაჩდნენ ფსევდომესიები და შეშლილები რომლებიც წმინდანებად შერაცხეს და ამით კიდევ უფრო დასაცინი გახადეს რწმენა.
რატო, არ გიჩნდებათ კითხვა - ხომ პირიქით უნდა ყოფილიყო "ერის ღვთისკენ მობრუნების" შემდეგ?
იქნებ იმიტომ რომ სიყალბემ და ფარისევლობა დასადგურა იმ ტაძრებში, რომლებიც ავაშენებ თუ აღვადგინეთ, და იმ ტაძრებშიც რომლებიც ხელთუქმნელია?
რატომ ცხოვრობენ ამ "გათახსირებულ და გარყვნილ", ურწმუნო და ტაძრების არ მშენებელ ევროპაში უფრო ღირსეულად, ადამიანისათვის ყველა ასპექტში შესაფერის პირობებში და რატომ ჩვენ ვერა?
იქნებ იმიტომ, რომ "გათახსირებულმა" და "ურწმუნო" ევროპელებმა (აი ტაძრებს რომ ყიდიან და აქირავებენ არარელიგიური დანიშნულებებისთვის) ღვთის დანაბარებიდან და მისი სწავლებიდან მთავარი ისწავლეს და იმას ასრულებენ - ერთმანეთს ეპყრობიან ადამიანურად, არ ძარცვანენ ერთმანეთს და მერე ამ ნაძარცვით მდიდრუ შესაწირავებს არ უკეთებენ კარდინელებს და რომის პაპს. ხო, ჩემი აზრით სწორედაც იმიტომ რომ ის "გათახსირებულები" ღვთის ყველაზე მთავარ ხატს - მოერე ადამიანს ექცევიან ღირსეულად, პატივისცემით. და იქნება ღმერთი სწორედ ამას უფასებს მათ.
ჩვენ კი ხეზე დახატული წმინდანები უფრო გვეძრფასება და გვერდით მდგომ ადამიანს ხან სულში ვაფურთხებთ, ხანაც სახეში, წიხლსაც მივაყოლებთ წინ თუ გადაგვეღობება. და ამის მერე ტაძარში ვდგებით და ვყეფთ (ლოცვის ნაცვლად), ჩვენს ღვთისადმი აღვლენილ ყეფას კი სწორედ ის შედეგები მოაქვს, რამაც გაქრობის ზღვარზე დაგვაყენა ... თორე გადაჯიშებულენი უკვე კი ვართ.
ხო, თავად კითხვაც უკვე გაცვდა და ფარისევლური პასუხებიც კარგად აქვთ მომარჯვებული კითხვაზე - ამდენი გაჭირვებული ადამიანი ქვეყააში, ამდენი ბავშვი და მოხუცი უექიმობით, უწამლობით და შიმშილით იხოცება და ჩვენ ფულს რაში ვხარჯავთ?!
სოლონმა, კაცისგან ანაგები ყველა წინდა ტაძრის პირველსახე, მამაისი დანატოვარი დოვლათით ააგო. ააგო მას შემდეგ რაც ქვეყანა ააყვავა, დაამშვენა, გააძლიერა.
ჩვენ რას ვაკეთებთ? გვგონია, რომ უაპტრონოდ მიტივებულ მოხუცებს, უექიმობით და უმკურნალობით დახოცილ ბავშვებს და საერთოდ, ერთმანეთისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებას გვაპატიებს, ამაზე თვალს მოგვიხუჭავს ღმერთი ... ღვთისმშობელი და ქვაზე დადებულ ქვას და ზედ წასმულ ფერად საღებავებს დახარბდება, მოგვიწონებს, შეიწირავს და მადლს გარდამოგვივლენს, მაშინ როცა მისი მთვარი ხატება და მსგავსება გვყავს უკიდურესად დამცირებული და შეურაცხყოფილი? მართლა ასე გვგონია?
კი ბატონო, ვნახოთ აბა როგორ გარბწყიდება იბერია ამ ხალი ტაძრის კურთხევის შემდეგ