ჯერ ერთი, მგონი მსუბუქ მანქანიანი ხალხი უფრო მეტიც გახდა თბილისში თავის მძღოლ-მგზავრებიანა...
მეორეც, ასეც რომ არ იყოს, ორს ყველაფერიო და მესამეს არაფერიო, უკიდურესი რეაქციული ანტიდემოკრატიული პრინციპია, დემოკრატია ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს უმცირესობის ინტერესებს მინიმალურ დონეზე მაინც...
მესამეც, დემოკრატიული სახელმწიფო ასეთ მასშტაბურ და აქტუალურ საკითხებს ყველას (მოსახლეობას, საზოგადოებრივ აზრს) უნდა ეკითხებოდეს და ეკითხება კიდეც, თუ უნდა ხელისუფლებაში არაუზურპირებულად ყოფნა და დარჩენა...
და მეოთხეც, გინდა ეს თუ არაო და ვინ თქვა, რომ ეს შენწარმოდგენილი ხედვა არის საუკეთესო გამოსავალი სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის, საერთოდ მოსახლეობისთვის... სად და რიდის ჩაატარე ამ საკითხზე რეფერენდუმი, პლებისციტი ან რაიმე ლოკალური სოცგამოკითხვა მაინც ექსტრაპოლაციის იმედად?..

p.s. ფუნდამენტური დემოკრატიის სალექციო კურსი დასრულებულია, მადლობთ დათმობილი ყურადღებისთვის (ვინც ინებეთ და დაგვითმეთ აგი ეთენშენი), ხოლო ვინც არ გვეთანხმება ამ ლექციის დემოკრატიულ სისწორეში, გვიჩივლოს ანტიდემოკრატიულ მურუსიძიაანთ სასამართლოში, სანამ ის ჯერ კიდევ არსებობს კლანურ ხელოვნურ სასუნთქ ბიძაპარატს მიერთებით ქოცეთის დიდი მეოხეობით...
This post has been edited by kodeqsi on 16 May 2019, 11:27
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...