ზუგდიდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მეცხრე საარჩევნო უბანზე ოპოზიციამ ფულის დარიგების სავარაუდო ფაქტი გამოავლინა.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამ ფაქტის გამოვლენას დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა.
ზუგდიდის ნომერ მე-9 საარჩევნო უბანთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ინტერნეტ გამოცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს თავს დაესხა „ქართული ოცნების“ აქტივისტი. მანამდე ამ ჟურნალისტმა გადაიღო ავტომანქანა, სადაც „ქართული ოცნების“ ორი კოორდინატორი იჯდა და კადრებზე ასახა, თუ როგორ არიგებდნენ ისინი ფულს.
სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი.
მანქანაში მჯდომი ქალბატონები „კურიერთან“ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ისინი საერთოდ არ არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები. თუმცა, მათი მანქანის საბარგულში ცესკო-ს სამაგიდო სიები იყო, რომელზეც ფოტოსურათებიანი მონაცემებია დატანილი.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ მანქანაში მყოფ კოორდინატორებს შეახსენა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა კანონით ისჯება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ერთერთი პრაქტიკა ამომრჩევლის დაშინების და მოსყიდვის, ასევე ივანიშვილს ეგონა, რომ გამოადგებოდა ზუგდიდში, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტო მობილიზაცია დღეს ზუგდიდში, იმიტომ, რომ ვიცოდით, რა თქმა უნდა, რომ სწორედ ზუგდიდზე გადიოდა მთავრი საარჩევნო ბრძოლის ხაზი ივანიშვილისთვის, ისინი ვერ ახერხებენ ამ სქემის ამოქმედებას.
* * *
ზუგდიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანთან კაცი დოკუმენტაციით დგას და ამბობს, რომ "თავის საქმეს აკეთებს". კითხვაზე, რატომ არის ფოტოებიანი სიებით საარჩევნო უბანთან, ის ამბობს, რომ "დისერტაციას იცავს".
ტაბულას კითხვაზე, ვის წარმოადგენს, გიორგი კალანდია ამბობს, რომ "ჩემთვის მაინტერესებს, რამდენი ხალხი მოვა, არაფერი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ". მისი თქმითვე, ყველა უბანს აკვირდება.
This post has been edited by don gajetino on 19 May 2019, 11:56
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.