ისე, ეგ რომ აქ ციხეში მჯდარიყო პოლიტწამებულის მანტიით, მართლაც ბევრად უკეთესი და პერსპექტიული პოლიტპარადიგმა ექნებოდა დასავლეთის თვალში და თუკი ეგ მართლაც დასავლეთის (უფრო ზუსტად, აშუშუს) კაცი იქნებოდა, დასავლეთი ამას გააკეთებინებდა კიდეც... საკანი მისი საუკეთესო პოლიტიარაღი/პოლიტინსტრუმენტი იქნებოდა ამ წლებში, მაგრამ ამის ნაცვლად ის აშუშუში მილიონიან ვილაშია კოხტად მოკალათებულიო...

და არც ბიძინეთი იკლავს მაინცდამაინც თავს მისი დაჭერის მცდელობით, აწყობთ და იმიტომ, მართლაც რომ სდომოდათ, დიდი ხანია თავისივე ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს _ აშუშუსვე დააჭერინებდნენ და გადმოაცემინებდნენ ამ პარტნიორობაზე მიწოლით, ეგენი კი ამის ნაცვლად აქეთ ეხვეწებოდნენ უკრაინას ეგ პოლიტბომბი არავითარ შემთხვევაში აქეთ არ გამოგვიგზავნოთ ბორკილებიანი ამანათის სახითო...
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...