Unbesitoუნბესიტო, დაიწყე წერა, თორემ მოკითხვებით, ვერ შემოირიგებ ფორუმელებს...
"დისკუსია თემაში აშშ-ზე საუბრითა და „ნიუსვიკში“ გამოქვყნებული სტატიის ციტირებით იწყება და ამერიკელთა განათლების ხარისხზე საუბრით გრძელდება. ამ დროს ჩნდება ფორუმის მომხარებელი Waters, როემლიც წერს: „სადმე ტეხასში, ჯორჯიაში ან ალაბამაში ჩამაგდო, მომცა 5000 ჰექტარი მიწა, 1000 სული ძროხა, ბაბუაჩემისგან შემორჩენილი ვისკის ამოუწურავი მარაგები, ახალი დოკ რამი… არ ###### მერე ამ ისლედოვატელებს? J“
ამ დროს ჩნდება UNBESITO, რომელიც წერს:
„მე მომიწია ცხოვრება მასეთ ფერმაში. აი, როგორ იყო: ….“ და UNBESITO ფორუმელებს უყვება, თუ როგორ დაპატიჟა ლას-ვეგასში გაცნობილმა მდიდარმა ფერმერმა საკუთარ რანჩოზე, რათა ხმის გამცემი ჰყოლოდა და როგორ დაუნიშნა ხელფასი 5 000$.
უცებ ჩნდება კიდევ ერთი ფორუმელი, რომელიც ინკოგნიტო „იუზერს“ ეკითხება:
„ჩახვედი რანჩოზე, მერე?“ -ამასობაში კი ონლაინ–რომანის წერა მკითხველის მონაწილეობით დაწყებულია, თუმცა, ფორუმელთა ნაწილი თემაში მხოლოდ რამდენიმე გვერდის შევსების მერე ხვდება, რომ „რაღაც რიგზე ვერ არის.“ სანამ მიხვდებოდნენ, რომ მათ მონიტორებზე ონლაინ რომანი იწერებოდა, „იუზერები“ ხან თავსგადამხდარ ამბებს უწუნებდნენ, ზედმეტად ბანალურიაო, ხანაც კი თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ "
http://netgazeti.ge/culture/9875/