რას ჰპირდება ამერიკის კონგრესი საქართველოს?მაისი 23, 2019
უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა, რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში - შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში დამტკიცებული ორპარტიული კანონპროექტი - „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ - ქვეყანას მრავალმხრივ მხარდაჭერას ჰპირდება.
ამერიკის მხარდაჭერა რუსეთის სამიზნე საქართველოსამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 22 მაისს დაამტკიცა საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული კანონპროექტი - „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, რომლის ვრცელი სახელწოდებაა „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, და სხვა მიზნებისთვის“.
კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელი თვლის, რომ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება რუსეთის აგრესიული პოლიტიკით შევიწროებულ საქართველოს:
საქართველოში რუსეთი 2008 წელს შეიჭრა (აქ შეცდომაა, ეს ჯერ კიდევ აფხაზეთში გააკეთა რუსეთმა, 90-იანებში) და კრემლი კვლავაც განაგრძობს საქართველოზე თავდასხმას დივერსიული დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერშეტევების საშუალებით;
ეს დოკუმენტი (H.R. 598) უზრუნველყოფს საქართველოს დახმარებას ამ საფრთხეებთან ბრძოლაში და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერაში;
ეს არის კარგი კანონპროექტი, რომელიც გააღრმავებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ წარმომადგენელთა პალატას 2019 წლის იანვარში წარედგინა დემოკრატი კონგრესმენის, ჯერი კონოლისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მიერ.
კონგრესის ვებსაიტზე გამოქვეყნებული კანონპროექტის ტექსტი გულისხმობს მხარდაჭერისთვის მზადყოფნას არაერთი მიმართულებით.ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაკანონპროექტში ხაზგასმულია შეერთებული შტატების პოლიტიკის მთავარი აქცენტები.
აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში;
მხარს უჭერს ფასეულობების განვითარებას, მათ შორის - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლას;
მხარს უჭერს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას.
აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 2012 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
აშშ მხარს უჭერს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში;
აშშ მხარს უჭერს ამ რეგიონებში დევნილებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას და ამას მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელოვან პირობად თვლის.
კანონპროექტის თანახმად, შეერთებული შტატები გმობს ადამიანების დაკავებას, გატაცებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა გამოვლინებებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.
ტექსტში ხაზგასმულია არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტები.
საქართველოს უსაფრთხოება„ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ, საქართველოსთან კონსულტაციების შედეგად, გაძლიერდეს საქართველოს შეკავების, გამძლეობისა და თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები, შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენით, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები“, - წერია კანონპროექტის ტექსტში.
იქვე აღნიშნულია, რომ აშშ-მა 2018 წელს საქართველოს გამოუყო:2,200,000 დოლარი - საერთაშორისო სამხედრო სწავლებასა და ტრეინინგებთან დაკავშირებით;
35,000,000 დოლარი - საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამასთან დაკავშირებით.
კონგრესი მიიჩნევს, რომ დახმარება უნდა გაიზარდოს, რადგან საქართველო, უკვე დიდი ხანია, ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
კიბერუსაფრთხოებაკონგრესს მიაჩნია, რომ სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის ინტერესების შესაბამისად, უნდა იმოქმედოს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გასძლიერებლად.
დახმარების საჭიროება დანახულია შემდეგი მიმართულებებით:
სამთავრობო კომპიუტერული ქსელების დაცვა მტრული შეღწევისგან, განსაკუთრებით იმ ქსელებისა, რომლებიც იცავენ საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას;
საქართველოს დამოკიდებულების შემცირება რუსეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე;
საქართველოს შესაძლებლობების განვითარება და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების გაფართოება.
რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა
კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს დიდ საფრთხეს უქმნის რუსეთიდან აქტიურად გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა.
ამ მავნებლურ შემოტევასთან ბრძოლის ქმედით იარაღად თავისუფალი მედია სახელდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს ის, რომ გააძლიეროს საქართველოს შესაძლებლობები საბრძოლველად რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამავე დროს, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას“, - წერია კონგრესმენების მიერ მომზადებულ ორპარტიულ კანონპროექტში.
ამ მიმართულებებით კონგრესი მთელ რიგ დავალებებს აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს, შეაფასონ ვითარება და დახმარების კონკრეტული საჭიროებები.
ამერიკა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობაკანონპროექტში ნახსენებია საქართველოს დიდი ხნის სურვილი - ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების აუცილებლობა.
კონგრესს მიაჩნია, რომ წინ უნდა წაიწიოს საქართველოსთან მოლაპარაკებებმა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის თემაზე;
მოლაპარაკებების პროცესში უნდა გააქტიურდეს შეერთებული შტატების წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში.
სანქციების დაწესებაშეერთებული შტატების კონგრესი მოითხოვს მთელი რიგი სანქციების დაწესებას ყველა იმ პირისთვის, ვინც უშუალოდ არღვევს ადამიანის უფლებებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე. სასჯელი გათვალისწინებულია მათთვისაც, ვინც ასეთ ეხმარება ადამიანის უფლებათა უხეშად დამრღვევებს. გათვალისწინებულია:
აშშ-ში შესვლის აკრძალვა;
ფინანსური აქტივების დაყადაღება.
კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში დანაშაულში შემჩნეულ პირებზე საგანგებო ანგარიში წარუდგინოს კონგრესს.
https://www.facebook.com/mfageorgia/videos/621137235055397/ვიდეო
ესეც შეხვედრა პენტაგონში:
https://dod.defense.gov/News/Article/Articl...UcILdwBlk7bVbI/DOD Policy Chief Welcomes Georgia’s Defense Minister to Pentagon
WASHINGTON --Undersecretary of Defense for Policy John C. Rood met at the Pentagon with Georgian Defense Minister Levan Izoria to reaffirm the U.S. commitment to Georgia’s territorial integrity and sovereignty and to underscore the importance of the U.S.-Georgia defense relationship.
A man speaks and uses hand gestures as another man listens.
Undersecretary of Defense for Policy John C. Rood, right, hosts Georgian Defense Minister Levan Izoria at the Pentagon, May 20, 2019. DOD photo by Lisa Ferdinando
In their May 20 meeting, the leaders discussed regional security and a broad range of topics, including joint operations in Afghanistan. Rood expressed appreciation for Georgia’s top per capita force contributions in Afghanistan and steadfast commitment to serving alongside U.S. forces until the mission is complete, Pentagon officials said.
Rood commended Georgia’s role model defense reform efforts and robust defense spending at 2% of its gross domestic product. The leaders also reviewed future acquisitions and the continued development of Georgia’s combat readiness and self-sustaining institutional capacity through the Georgia Defense Readiness Program. The Defense Department looks forward to increased training opportunities in Georgia, he said.
Longstanding Defense Relationship
The talks depict the strong and longstanding bilateral defense relationship between the United States and Georgia, officials said, calling it a key pillar of the U.S.-Georgia strategic partnership.
Pentagon officials noted some key points about Georgia as a U.S. partner:
— In Afghanistan, Georgia is the top per capita, top non-NATO, fifth overall contributor of forces to NATO’s Resolute Support mission. Since 2009, Georgia has lost 32 soldiers killed in action and more than 290 wounded in action.
Soldiers take a knee in the grass.
Georgian trainers and U.S. Soldiers from the 1st Armored Brigade Combat Brigade, 1st Infantry Division observe as Georgian Soldiers in the 13th Infantry Battalion move through offensive and defensive situational training lanes, at Norio Training Area, Republic of Georgia, Feb. 20, 2019. Army photo by Lacey Justinger
— In 2017, the United States and Georgia launched the bilateral Georgia Defense Readiness Program. U.S. and Georgian forces are partnering to increase Georgia’s self-sustainable institutional capacity to generate, train and sustain forces, improving combat readiness for territorial defense.
— Georgia spends 2% of its gross domestic product on defense and more than 20% on equipment modernization, a key example of burden-sharing.
— From 2018-2019, Georgia procured the U.S. Javelin weapon system with 100% national funds, a total expenditure of $65 million. This sale demonstrated that Georgia is a U.S. strategic partner entrusted with sensitive defense technology.
— Georgia leads the way in military reform with an ambitions force restructure plan. As the United States transitions from training provider to training partner, Georgia is developing a combat training center that will increase opportunities for multinational training and exercises.
* * *