უმთავრესი ისაა, რომ სატელიტი-დედამიწის ლინკების გარდა მოსაზღვრე სატელიტებს ერთმანეთთანაც ექნებათ ლინკები.
ეს ნიშნავს, რომ სისტემა თავის თავში შეიცავს მიწოდების საშუალებასაც.
შედარებას თუ გავაკეთებთ 4G ქსელებში სიგნალის მიწოდება კონკრეტულ საბაზო სადგურებამდე ხდება ოპტიკურ -ბოჭკოვან კაბელიანი ლინკებით.
Starlink-ის შემთხვევაში საბაზო სადგურების როლში შეგვიძლია განვიხილოთ სატელიტები, მიწოდების საშუალებად აქაც გამოიყენება უკაბელო ოპტიკური ლინკები (ანუ ლაზერები და ფოტომიმღები) და არა რადიოდიაპაზონი, გასაგებია რატომაც: არ არის ატმოსფერო - არ არის მილევაც, გამტარუნარიანონით და ენერგეტიკული კუთხით ასეთი სისტემა ბევრად ჯობია რადიოდიაპაზონზე დამყარებულ სისტემას.
რამდენადაც ცნობილია ამ 60 ცალზე ლაზერული კავშირის სისტემა დამონტაჟებული არ არის.
ვიდეოს ბოლოში დააკვირდით დაყოვნებების მნიშვნელობებს არსებულ ქსელებთან შედარებით.
კომერციულად საინტერესო გახდება 1000 ცალის გაშვების მერეო...
ნებისმიერ შემთხვევაში SpaceX -ს უბრძოლველად არავინ დაუთმობს ბაზრის ამ სეგმენტს.
OneWeb-მა დაასწრო და ასეთივე სისტემის 6 სატელიტის ტებერვალში გაიტანა ორბიტაზე. OneWeb 650 სატელიტზეა გათვლილი, მაგრამ გამტარუნარიანობა/მასის ფარდობა Starlink-ზე უკეთესი აქვს.
თუმცა პოტენციური შესაძლებლობებით და სრული გამტარუნარიანობით Starlink ჯობნის. ორბიტაზე გატანის საკუთარი საშუალების ქონა SpaceX -ს მომგებიან მდგომარეობაში აყენებს.
12 000 სატელიტზე არ იოცნებოთ 2027 წლამდე

P.S. ეს 50 გრადუსიანი დახრის კუთხე არ მომწონს, პოლარული ორბიტა აჯობებდა
This post has been edited by Dr.Feelgood on 27 May 2019, 00:43
მიმაგრებული სურათი