გააჩნია,რა გაქვს მხედველობაში.
თუ მიღებულია დავალება ზემოდან,რომ აზერბაიჯანთან უნდა შეიქმნას კრიზისი,რა მნიშვნელობა
აქვს ვინ იქნებოდა "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი,სალომე თუ ნათელა,პეტრე თუ პავლე,
კრიზისი ყველა ვარიანტში იქნება,ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ბევრი "დამაშნიე ზაგატოვკი"
ექნება თავისი A,B და ა.შ. პლანებით!
რაც შეეხება გარეჯის თემას,მინდა ზოგიერთ უზერს გამოვეხმაურო,რომლებიც თვლიან,
რომ კარგია ეს საკითხი რომ დაისვა,ამდენი წელი გაყინული იყო და ვერ მოხერხდა საზღვრის
დემარკაცია და ბოლობოლო,დადგინდებაო.თქვენ დარწმუნებული ხართ,რომ დღევანდელი
მოცემულობით, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება რამე? ამდენი ხანი რომ იყო დაუდგენელი
საზღვარი აზერბაიჯანთან,ძალიანაც კარგს შვრებოდნენ ძველი მთავრობები,იმიტომ,რომ
შეედავო,უხეშად რომ ვთქვათ,პარდონ, გა ..... ო,ერთი ადგილი უნდა გქონდეს.ამჟამად,
გვაქვს ეს ადგილი? არ გვაქვს.ჰოდა,რომ არ გაქვს,უნდა გაიყურსო,არსებული სტატუს კვო
ყველანაირი ხერხით შეინარჩუნო და მოთმინებით დაელოდო შესაფერის დროსა და
მომენტს!