აუ რა კარგი კაცია, პატიოსანი, კეთილი, წესიერი, მზრუნველი მამა. <3
მე ერთი კანონიერი ქურდების გარჩევას ვუყურე იუთუბში, ვიღაც წესიერი ტიპი დააკაჩავეს, შენო ძმაოო, იქ რო ნაკვეთი გაქვსო, უნდა მოიტანოო და რაღცეები. ჩაიცუცქნენ, გადმოაგდო ერთმა ჯინსიდან ხორცხები, ეწეოდნენ სიგარეტს ღერი-ღერზე, ლანძღვა-გინება-წელვით ლაპარაკობდნენ, თითქოს ამით სამართლიანი ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობდნენ. ეგ კონკრეტული ტიპები იყვნენ გაუნათლებელი, მოუმწიფებელი, გაუცნობიერებელი საცოდავი არსებები, მეც კი მივხვდი, რომ სუსტები და უჯიშოები იყვნენ.
სამაგიეროდ, ვიცი მეორე ქურდული გარჩევა, სადაც ახვარ ტაქსისტებს ძაან სამართლიანად მოთხოვეს, რომ შეეშვი ძმაოო ამ პატიოსან და წესიერ ბიჭს და დააცადეთ იტაქსაოს სამსახურის მერე და ორი კაპიკი იშოვოსო, ხვდებოდნენ ბიჭს და ნამუშევარს ახევდნენ. აი, იმ ტიპებს საფრთხე ელოდათ თუ არ გაჩერდებოდნენ. აზრადაც არ მოუვიდოდათ არ გაჩერება. და ვინც ელაპარაკა იყო განათლებული, სამართლიანი და ძლიერი ტიპი ისევ და ისევ თავისი გონების და ინტელექტის ხარჯზე. და როგორ გგონიათ? რომ არა ეს კაცი, ვინ მოუგვარებდა მაგ პრობლემას ბიჭს? პოლიცია?
ასევე ვიცი ძაან მაყუთა ტიპები, რომლებსაც დაეხმარა ერთი ბოჩოლა, არამაყუთა ტიპი და მერე გადააგდეს, წლებია გადაგდებულია და იმკის შედეგს. მე ჯერ ის არ მესმის, როგორ ითმენს და გული როგორ არ უსკდება, რომ ასე ექცევიან, დილით როგორ იღვიძებს და ღამე როგორ იძინებს, როდესაც ვიღაც ორი ძუკნა კაცი ასე ექცევა. და მერე თუ თვითონ ვერ აგვარებს, სხვას როგორ არ რევს ამ საქმეში. ან რა ცადა საერთოდ იმისთვის, რომ ასე არ მოქცეოდნენ? ნაგლები და ტუტუცები. მე პირადად, ისე გავამწარებდი, ოხრად დავუტოვებდი დარჩენილ ფულს და თან ისე, რომ ცხოვრების ბოლომდე არ დავიწყებოდა რატომ მოუვიდა, ძაან გავააზრებინებდი ვინ, რა და რატომ. და ძალიან არ მინდა, ჩემს გვერდით მყოფმა კაცმა ამ ტიპივით ბოჩოლობა გააკეთოს, მირჩევნია ისევ შარი აიკიდოს, ვიდრე დაჩმორებულმა იცხოვროს. იმიტომ რომ მე შარის აკიდება მირჩევნია ჩმორულ ცხოვრებას, რადგან ახლაც კი უსამართლობის გამო გული შემეკუმშა. აი, ცხოვრებაში ძაან მკიდია ბევრი რამე ადამიანეთან ურთიერთობაში, არასდროს არაფერი მაკვირვებს და მწყინს, კამათიც კი არ მომდის ხოლმე, ძალიან მსუბუქი და მარტივი ვარ მოკლედ. მაგრამ ერთადერთი რაზეც ვიჯაგრები და ვერ ვითმენ, ვიღაც ნაგავის ბლატაობა და ამით მოყენებული ფინანსური ზარალია ჩემი გაბაიბურების ხარჯზე. და მზად ვარ, თუ იმას გააზრებულად გავამწარებ და ცხოვრების ბოლომდე დავამახსვორებ, ციხეშიც წავიდე მაგის გამო. მთავარია ხარისხიანად და საუკუნოდ გავამწარო. არ ვიცი ეს რისი კომპლექსია და რატომ მჭირს, მაგრამ წითელი მენთება ეგრევე. თან ეს ბოჩოლა ტიპი ჩემი ახლობელია და ცოტა უფრო ასაკით ტოლები რომ ვიყოთ და გახსნილები ერთმანეთთან, სიამოვნებით დაველაპარაკებოდი და გავარკვევდი ერთი რას ფიქრობს და აზროვნებს და რა მოუმოქმედებია ამ თემასთან დაკავშირებით.
ანუ გამოსავალი განათლებაში და ღირსებაშია, . მაგრამ სადაა კაი ცხოვრება.

(ეს მანამ დავწერე, სანამ მესამე ისტორიას დავწერდი და მაშინ ჯდებოდა კონტექსტში.

)
ხოდა, ამ წერა-წერაში, პოლიტიკური ანგაჟირების, მირაჟების და ტვინჩაკეტილობოს მიღმა თუ გაიხედავთ, კი ნახავთ, რომ დიდი აზრი არა აქვს ვინ ხარ და რომელ სეგმენტს წარმოადგენ, უსამართლობა უსამართლობაა. ამ კაცს ასე უხეშად შეიძლება არა, მაგრამ დახვეწილად, კანონიერად, ასე თუ ისე, აახევდა მთავრობა ფულს და გვახევს კიდეც, ხალხნოოო...

ხოდა, რა აზრი აქვს ახლა, გაბოლილი და განუვითარებელი ქურდი ჩაიდენს უსამართლობას თუ დაპიწკინებული მთავრობის წარმომადგენელი?

მოკლედ, ჩიხში შევედი. აბა ჰეთ.
This post has been edited by Estrella on 28 May 2019, 07:32