#54740157 · 31 May 2019, 12:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩინეთმა ამერიკას სავაჭრო ომში უმძიმესი დარტყმა მიაყენა 30 მაისი 18:51 | მედია ბიზნესისთვის - M2B წარუმატებელი სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე ჩინეთი ამერიკისგან სოიოს იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ჩინეთი მსოფლიოში სოიოს უმსხვილესი იმპორტიორია. სააგენტოს ცნობით, აშშ ჩინეთისგან აღნიშნულ საქონელზე ახალ შევეთებს აღარ მიიღებს.
2017 წლის მონაცემებით ჩინეთი ამერიკული სოიოს 60%-ის იმპორტიორი ქვეყანა იყო. 2018 წლის დეკემბერში ჩინეთმა აშშ-სგან 13 მლნ ტონა სოიო შეისყიდა. თებერვალში ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მალევე ჩინეთი კიდევ 10 ტონის ოდენობით იმპორტს განახორციელებდა. თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით, ჩინეთი იმპორტს წყვეტს.
ცოტა ხნით ადრე, ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციამ მეწარმეებისთვის კომპენსაციის შესაძლო გადახდის შესახებ განაცხადა, საქმე ეხებოდა სოიოს მწარმოებლებს. ჯამში ამ თანხის ოდენობამ შესაძლოა 15-დან $20მლრდ-მდე შეადგინოს.
უკანასკნელი სავაჭრო მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის 2019 წლის მაისში შედგა და წარუმატებლად დასრულდა. ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე ტარიფები გაზარდა. დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება მექანიზმის შესაქმნელად, რომლითაც ჩინეთის იმპორტი უნდა შენარჩუნებულიყო, რომელიც ჯამში $300 მლრდ-ს შეადგენს.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|