#54759328 · 4 Jun 2019, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
happy dreamer91
QUOTE | მართალია გვახარია, ასე გვასწავლეს და მერე თუ ცოტათი მაინც გაგეხსნა გონება კითხვები გიჩნდება და მერე ეს კითხვები და პასუხები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც მთელი ცხოვრება გინერგავდნენ. თუმცა ჩვენთვის არავის უსწავლებია, რომ სხვისი უბედურება გაგიხარდეს და ნიშნისმოგებით ელაპარაკო, ეს უკვე კოსტავასნაირი ხალხის პრობლემაა და რელიგია არაფერ შუაშია. |
მარტო მათი პრობლემა არაა, სხვებს უქმნიან პრობლემებს, ყველაზე ცუდი ისაა რომ ნებისმიერ ლიბერალზე და კრიტიკოსზე ცუდი წარმოდგენა აქვთ ღმერთზე და რწმენაზე მამა ალექსანდრეს სიტყვები ვახსენე გვახარიას სტატიაში მოყვანილი, დიდებული ნათქვამია აი “დიდი ხნის წინ დეკანოზ ალექსანდრე მენს ერთ შეხვედრაზე ჰკითხეს ”ადამიანი კიბოთი დაავადდა და კვდება. არადა, მხოლოდ ახლა იწყებდა ცხოვრებას. რატომ არის ღმერთი სასტიკი?”. მენის პასუხი ასეთი იყო: ”იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ ცხოვრების ადმინისტრატორი გვგონია, რომელიც ყველაფერს აგვარებს. სინამდვილეში ადამიანი არასდროს იქნებოდა ღმერთის ხატად შექმნილი არსება, მისთვის თავისუფლება რომ არ მიენიჭებინათ. თავისუფლება - მძიმე საჩუქარია. მაგრამ დიდი საჩუქარი. ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ სამყაროს შექმნაში”.
ალექსანდრე მენისთვის ქრისტიანობა იყო თავისუფლება. ”იესო ქრისტე არ გვეუბნება, სიცოცხლე ვარდისფერი ნაკადულიაო. ის გვეუბნება ერთ რამეს - არაფერი არსებობს სიყვარულზე უფრო მაღლა, არაფერი არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის სიყვარული და პატიება”.”
--------------------
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.
|