მარცხენა სანაპირო ისევ
ყოჩაღ გლდანელებს!
გლდანში 50-მდე მეპატრონემ ავტოფარეხები სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად დათმო
გლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მოხდა. 50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე გლდანის გამგეობის ინიციატივას, ამ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ, დადებითად შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა.
ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სკვერი 8000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ბავშვთა ატრაქციონები, მოსასვენებელი ფანჩატურები, ველობილიკი, ფეხბურთის სტადიონი, პინგ-პონგის მაგიდები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო ავჭალის მაჟორიტარი შალვა ოგბაიძე და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მალე ავჭალაშიც დაიწყება. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ჯეო პარკი“ გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით.
მანამდე თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებული ავტოფარეხების ნაცვლად სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივით აპრილში, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გამოვიდა. პროექტის ხარჯებს მერია ფარავს.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/108248/g...XpF_XYeAekVa8aw