"წმინდა ნინოს გზა" როგორ ხმამაღლა ჟღერს
არადა, 20 წელზე მეტია მომლოცველები დადიანო
წმინდა ნინოს გზა - ჯავახეთიდან მცხეთამდე. ოც წელზე მეტია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით წმინდა ნინოს გზით მავალი მრევლი მოლოცვას იწყებს. მრევლმა მოლოცვა 1 ივნისს სოფელ ფოკიდან დაიწყო, ისინი სწორედ იმ გზას გადიან, რომელიც წმინდა ნინომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ განვლო. დედა ნანას თქმით, მსვლელობა 12 ივლისს პეტრე - პავლობის დღესასწაულზე მცხეთაში დასრულდება.ეს , 2017 წლის ნიუსია
ილია მეორემ წმინდა ნინოს გზის მომლოცველები დალოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი დღეს წმინდა ნინოს გზის მომლოცველები დალოცა.
ტრადიცია პატრიარქის ინიციატივით, 1989 წლიდან არსებობს.
1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან ფეხით მსვლელობა იწყება.
მონაწილეები იმ გზას გამოივლიან, რომელიც წმინდა ნინომ მცხეთაში შემოსვლამდე გამოიარა. მსვლელობა 13 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში დასრულდა. ილია მეორემ მონაწილეებს სპეციალურ სიგელები გადასცა. წელს წმინდა ნინოს გზა 50-მდე მომლოცველმა გაიარა
http://old.1tv.ge/ge/news/view/169604.htmlპ.ს.
ისე, ეს მიშისტები რომ გადაირივნენ, სააკიანი არ იყო წმინდა გიორგის რომ ედრებოდა, თავისუფლების მოედანზე რომ დადგა წმინდა გიორგის ძეგლი/მონუმენტი?
(ვარდების რევოლუციაც იმენა მაგ დღესასწაულს დაამთხვიეს)
ან კიდევ ხან დავით აღმაშენებელი რომ იყო?
მაშვინ არ იყო სიბნელე და ეხლა სიბნელეა?