
ახლა რაც გამოგრჩა დავამატოთ:მიიარ-მოიარე მარკეტები, ბოსტნეულის დახლები სად რა იყიდო იაფად. და რომ ამოზიდავ სახლში, დაახარისხებ შეინახავ, გარეცხავ და სანამ საჭმელს ამზადებ მოატრიალო 1 მანქანა სარეცხი.
მორეცხო მოხეხო აბაზანა.
დაფინო სარეცხი
მოწმინდო იატაკები.
ამასობაში მოიხარშა ხორცი და ეცე სადილს.
სადილს იქვე უნა მიაყოლო ვახშამიც. იმტვრიო თავი რა გააკეთო 1 კგ მოხარშული ხორციდან რომელიც გასუფთავება-ხარშვაში 750 გრამზე დავიდა.
ოკ. ჩამოხსენი სარეცხი. შეყარე მეორე პარტია და გაიქეცი ბაღნებიზა.
მოწიკე ბაღნები- გამოუცვალე, დაბანე, მოიტუალეტა ერთმა, ჩაბანე. სარეცხი გამოიღე გაფინე.
გაუთალე ვაშლები, დაუჭერი, სანამ ნთქავენ, ვახშამიც დაამთავრე. ნაგავი გაიტანე.
ასადილე ბაღნები. დაალაგე ქუხნა). დაკეცე სარეცხი, დაალაგე ასაკის მიხედვით, გაიტანე საუთოვებელში.
დასვი ბაღანა სამეცადინოდ. თან ნერვებმა არ უნდა გიღალატოს (ვერ ვწეერ, ხელი დამღალაა მეზიზღება წერაა, არ მინდა სკოლაა). ამეცადინე ქართული წერა-ზეპირი, მათემატიკა-მსჯელობა-წერა, ბუნება, ხატვა. ეს გრძელდება შესვენებებით. შუალედებში აუთოვებ
გირეკავს შვილი- ხვალ ბავსვის ღონისძიებისთვის საჭიროა ესა და ეს, გამოიძახე სახლში ვინმე, დატოვე ბავშვები, გავარდი კიდობანში!
გწერს მეორე შვილი: ეს დედაოხერი მგონი გავცივდი კიარადა სიცხე მაქვს,ხვალ საბჭოს სხდომა გვაქვს. მაცივრის აფთიაქში ვნახე რაღაც სმექტა მეტი არაფერია და დავლიო ეგა?

გავარდი წაუღე წამალი.
ამასობაში მეორე ბაღანა ღნავის- მეთამაშეეე სულ არ მეთამაშებიი,მერე მეჩხუბები მობილურს ნუ უყურებო))
მოდის საღამო. ავახშმე. დაბანე ორივე ბაღანა, დააწვინე.
მანამდე შეეცადე ზრდილობიანად და უნაყოფოდ აუხსნა რომ დაყრილი სათამაშოები აალაგონ და შეაწყონ კარადაში, სათამაშოების ყუთში, წიგნები თაროებზე. გმირული მოთმინებით ისმინე წიკვინი და ჯინიანობა- "მე არ დავყარე ვაა, ამან დაყარა მე რატომ ავიღოო, კიიაბა შენდაყარე არაფერსაც არ ავიღებ.
დაალაგე მათი არეული სხალი. გარეცხე ჭურჭელი. კიდევ მიალაგე სამზარეულო. გამოხვეტე, გამოწმინდე.
გაუმზადე დილით ჩასაცმელი ტანსაცმელი,ფესაცმელი, წინდა, გრძელი თმის "თისამაგი".
მეორე დღეს ღონისძიებაა. ადრე უნდა გამოიყვანო, მოამზადო, წაიყვანო. ფიქრობ- ეს სადილი დღეს შეიჭმევა, სამსახურებიდან მოვლენ. ხვალ წყვან-მოყვანაში რა მოვასწრო, რა გავაკეთო. ზეგ ექიმთან მიმყავს ანალიზებზე. მაზეგ იმას ექსკურსია აქვს. პარასკევს დაბდღეზე მიდიან. მასწავლებელმა დარეკა ინგლის. წიგნი შევცვალეთ ეს მხოლოდ ვაგზალზე იყიდება იქ მოიძიეთო. იმას კი ქუდი ბაღში დარჩა, ხვალ რა დავახურო ((((
.........................
და ამის მიღმა, ეს ქალი არის პროფესიონალი. კვალიფიციური სპეციალისტი იმ საქმის, რომელიც გადადო ოჯახის მსახურების გამო. რომ ოჯახმა იარსებოს. რომ ქონდეს ზრდა მომავალ ადამიანს. რომ არ ჩამოიშალოს სახელმწიფოს უჯრედი.
და ამ ქალისთვის ის პენსიაც კი გენანებათ, რომლიც შეიძლება ვერც კი აიღოს. უბრალოდ, ვერ მიაღწიოს იქამდე.
This post has been edited by annavita on 4 Jun 2019, 12:36