ვიცი რომ არ ითხოვ (მივხვდი ), სხვები ითხოვენ და მაგათთვისაა ეგ პასუხი
მოკლედ შევეცდები ამ საქმეზე, გირჩის რეაქციაზე, მომხრეებზე და ზოგადად პარტიაზე დავწერო
ჯერ ეს საქმე, ე.ი. ეს კაცი დააჯარიმეს სექსუალური შევიწროების გამო, რაც არაა სისხლის სამართლის დანაშაული (რამდენადაც ვიცი), ანუ გამოძიებამ ძალადობა არ ყოფილაო (ძალადობაზე გვაქვს მუხლი, იაგომ ახსნა ეს კარგად). სექსუალური შევიწროების კანონი დავლინკე და ნახე რამდენი სიგიჟე წერია მანდ, რის გამო შეიძლება ადამიანი დააჯარიმონ. ზოგადად პენისის ჩვენებას რაც შეეხება, კონტექსტია მანდ გასათვალისწინებელი, მაგალითად სიღარ პარკში და ვიღაც ტიპმა განახებს პენისს, შენ ან ეტყვი რომ შეწყვიტოს, ან შეაგინებ და ჩვეულებრივად მალავს ესეც, ანუ მორჩა, კონფლიქტი გადაიჭრა, ამ დროს გვაქვს მეორე მაგალითი როცა ისევ მანდ ზიხარ, ვიღაც ტიპი მოდის და ხმამაღლა გეძახის შენ სახელს, რო ეკითხები რა უნდა არ გპასუხობს და ისევ იმეორებს იდიოტივით შენს სახელს, მოკლედ არ ჩერდება რა, შენ უთხარი, შეაგინე და მაინც არ შველის (ანუ მიზანმიმართულად ტვინს გიხნავს რა). ამ ორ შემთხვევაში როდის შეიძლება ჩავრიოთ მესამე მხარე (ანუ პოლიცია) იმ დაშვებით რომ ეს ადამიანები (პენისის მჩვენებელიც და მეორეც) არიან ფსიქიკურად ჯანმრთელები. ალბათ დამეთანხმები რომ მეორე მაგალითში, ოღOნდ რა შეიძლება გააკეთოს პოლიციამ? ციხეში ვერ ჩასვამს, წესით უნდა უთხრას რომ ადამიანებს დასვენებაში უშლის ხელს და მაქსიმალურად მშვიდად მოგაცილოს თავს/შეაწყვეტინოს შენი სახელის თქმა, თუ გაუძალიანდა მაშინ დაუმორჩილებლობაზე გაუტრაკებს.
გირჩს რაც შეეხება, ამ კონკრეტულ საქმეზე მართლები არიან (გამოხატვის ფორმებს თუ არ ჩავთვლით)
უბრალოდ კამათი მიდიოდა მაგათი ფბ-ს კომენტერებში ძალადობა იყო თუ არა ეგ ქცევა და მაგაზე ჰქონდათ პასუხი
ზოგადად აჯობებს პოზიცია ახსნან ხოლმე დაცინვის გარეშე (ეგ ყველაზე მეტად არ მიყვარს), მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც მაგათ კომენტარებში კონსტრუქციულად კრიტიკის/არგუმენტების მოყვანის ნაცვლად ჭუჭუებს ატოლებენ ხოლმე
+ ჯობია იდეოლოგიურად კარგად დაანახონ ამომრჩევლებს რას თვლიან სწორად, მაგ შემთხვევაში მგონია სწორი ამომრჩეველი ეყოლებათ, სწორი იმ თვალსაზრისით რომ ეხლა ვიღაც ჰიფსტერა თინეიჯერები რომ იძახიან ჯაფარა მაგარიაო და მარიხუანა რომ ევასებათ, მერე პირობითად იმას გაიგებენ რომ გირჩის აზრით დამქირავებელს აქვს უფლება თანამშრომელი გაუშვას იმის გამო რომ მაგისი სექსუალური ორიენტაცია არ მოწონს და ამის გამო აგინებენ აქამდე მხარს როგორ გიჭერდითო
ჯამში, მე ყველა ვარიანტში მხარს ვუჭერ, ტრაკებს აჩვენებენ თუ ღლიცინებენ, მცირე მთავრობის მომხრეები არიან რაც გადამწყვეტია ჩემთვის (მაგის გამოა ჩემი მეორე არჩევანი ევროპული საქართველო) + ფულს მე მაგათ არ ვუხდი და არაფერი (ენთუზიაზმზე მუშაობენ

) მაგიტომაც ბევრს ვერ ვთხოვ