აქ რაც არ უნდა იღლიცინოს ბევრმა - ქართველები არავისზე ნაკლებად შრომისმოყვარეები არ ვართ, ვიტყოდი რომ ბევრზე უფრო მეტადაც კი. ზარმაცები კი ყველგან არიან.
სამუშაო საათები აიღეთ, რამდენს შრომობს საშუალოდ ქართველი და რამდენს სხვა - არ იქნება ქართველის შრომა ნაკლები და არც ნაკლებ ოფლს არ ღვრის.
პრობლემა კვალიფიკაციაში და შრომის ეფექტიანობაშია, აქ კატასტროფულად გვიჭირს, რაც შეეხება უშუალოდ შრომას აქ არავისზე ნაკლები არ ვართ გინდა საქართველოში და გინდაც უცხოეთში... ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მიცხოვრია კიდეც და ჰაერიდან მოტანილს არ ვამბობ.
პ.ს. ცალკე თემა ის დამსაქმებლებია დაბალ ანაზღაურებას რომ თავაზობენ ხალხს, უარს ეუბნებიან და იბოღმებიან - "ეს ზარმაცებიიი, უსაქმურებიიიი!"..... იქნებ დაფიქრდნენ რატომ ეუბნებიან მათ უარს და ურჩევნიათ თავისი სოფლიდან სადღაც პოლონეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ისრაელში და აშშ-ში გადაიხვეწონ და წლები არ ნახონ ოჯახი - სიზარმაცის გამოა? ან რატომ ურჩევნიათ თბილისში ჩამოვიდნენ და აქ იშრომონ, მაგ. ტაქსისტად რაც გაღიზიანებას იწვევს.... არადა არაფერია აქ გასაკვირი, თუ ტაქსისტობით მეტს გააკეთებს - ვიღაცის ნაკვეთში რატომ უნდა ჩაკვდეს შრომით?
არ ვამბობ, რომ ისინი განზრახ იხდიან ასეთ დაბალ ხელფასებს, ეგენიც საბაზრო მოცემულობიდან გამოდიან, მაგრამ სხვისიც ნუ უკვირთ. ცოტა ხნის წინ ხაზარაძის ადვოკატი რომაა, იმასაც ჰქონდა ეგეთი ყანწა გამოსვლა ქართველების უსაქმურობაზე, "მე ვთავაზობდი სამუშაოს და უარი მითხრა/თურქეთში გაიქცა" - ერთი ისიც დაწეროს თვითონ რამდენს თავაზობდა და თურქეთში რამდენი უნდა აეღო იმ "უსაქმურ" ქართველს.