მოზარდობის და ადრეული ახალგაზრდობის პერიოდში მეც მაწუხებდა დეპრესია და უიმედობის გრძნობა
არადა, პირადად მე იმდენად არ შემხებია მძიმე სოციალური ფონი. უბრალოდ გარემომ იმოქმედა გარკვეულწილად - საქართველოშიც და უცხოეთშიც. სუიციდის მცდელობა არ მქონია არასოდეს, მაგრამ ფიქრები მქონია.
1-2 ფსიქოლოგი დამეხმარა ძალიან + რამდენჯერმე მქონდა გამოწერილ პრეპარატებთანაც საქმე. 25-26 წლის შემდეგ ნელნელა ყველაფერი დალაგდა თავისით.
წარმომიდგენია რა ხდება იმ ბავშვების თავში, რომელთა ოჯახებშიც ან უდიდესი გაჭირვებაა, ან კონფლიქტი და მუდმივი დაძაბულობა. სრულიად იგნორირებულია ეს მხარე დღევანდელ საჯარო სივრცეში, ან თუნდაც კინემატოგრაფიაში (სადაც ფილმებს იღებენ სულ ან აფხაზეთზე და ნარკომანებზე). არადა არ ვარ მრავალრიცხოვანი ხალხი, ამხელა დანაკარგის ფუფუნების უფლებას რომ ვაძლევდეთ თავს