ზუსტად ეგ დავწერე I პოსტშიც
შრომისმოყვარეობაა მთავარი პრობლემა?ჩვენ არ გაგვაჩნდა განვითარების იმაზე მეტი რესურსი ბოლო 200 წლის განმავლობაში და არც დღევანდელ დღეს გაგვაჩნია
უბრალოდ არ მოგვეცა
არც მოგვცეს
არჩევანის საშუალება არ გვქონია - როგორ ჯობია ესე? თუ ისე?
ჩვენ სხვა გამოწვევები გვქონდა და შვედეთს სხვა.
საბჭოთა პერიოდში კერძო საკუთრება არ არსებობდა
ეს არის ძალიან დიდი ტორმუზი
ძალიან კი არა ყველაზე დიდი ტორმუზი.
ადამიანის მოტივაციის ამაღლება თუ გინდა დაინტერესება უნდა მისცე შრომაში
სად საკუთარს რო მოუვლი და სად კიდე კოლექტივისას, რომელსაც მერე რომელიმე ბრიგადირი მიიტყაპუნებს?
ბოლო 20-30 წლის მაგალითი არ გამოდგება ერის სიზარმაცის გასაზომად
ეს სიზრმაცე, რაზეც აპელირებთ ეხლა რამდენიმე იუზერი,
გამოწვეულია სახელმწიფოს ინდიფერნტულობით,
საირიგაციო სისტემის არ არსებობით,
ეკონომიკური სიდუხჭირით,
სხვადასხვა წვრილი-წვრილი პრობლემების ბუკეტით
მაგალითად დავწერ რაც მე გადამხდა
არის ასეთი შპს - მექანიზატორი ჰქვია.
მოსავლის აღება რო დგება, სათანადო რაოდენობის ტექნიკა არ ჰყავს, რომ ერთდროულად დააკმაყოფილოს მოსავალის აღების მსურველები.
მქონდა არჩევანი რო ან რუსული კომბაინით ამეღო მოსავალი ან ამ მექანიზატორის ნიუ ჰოლანდის ტიპის კომბაინით
ვინაიდან სულ 2-3 კომბაინია მიმაგრებული თემზე. საშინელი რიგი დგას.
მე საკმაოდ გავწვალდი მოსავალი თავის დროზე ვერ ავიღე.
ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე კომბაინს არ გამოუშვებენ და არც წამოვა.
დღე და ღამე ყარაულობენ რიგში მდგომი ხალხი
მერე ფასებს ზრდიან კომბაინები, მიხედავად იმისა, რომ ეს მექანიზატორი სახელწიფოს შპს არის და ფასები ფიქსირებულია.
რუსული, კერძო კომბაინით ჰექტარის აღება ჯდება 50-60 ლარი ჰექტარი
მარა რუსულს პრობლემები აქვს, ხშირად გამოდის მწყობრიდან, იჭედება, ბალახს ვერ ერევა, ნედლი ღერო არ უნდა შეხვდეს და ეგეთები
მითხრეს შეიძლება ცეცხლიც გაუჩნდესო
იმას მე ნაკვეთში შევუშვებდი?
დაველოდე ახალ ტექნიკას
იმისი ფასი უნდა ყოფილიყო 70-75 ლარი.
ვისაც ველაპარაკე 90 ლარზე ნაკლებად არ წამოვალო. მეთქი თანახმა ვარ. უნდა დამელოდოო. დაველოდე მეც და
საბოლოოს ისე მოხდა რომ 110 ლარად ძლივს მოვიყვანე ნუი ჰოლანდი. ხალხი ვიცი გამწარებული 130 ლარსაც კი იხდიდნენ, ოღონდ ეს კი საკმაოდ ძვირია
წარმოიდგინეთ რომ 2-ჯერ მეტის გადახდა გიწევს.
8 დღე მინდორში მეძინა მანქანაში
აი ასეთი წვრილმანი პრობლემები უკვე სახელწიფოს მოსაგვარებელია
არადა არ არის წვრილმანი პრობლემა
ეს არის სახელწიფოს დასარეგულირებელი
მარცვალს თავისი სიმწიფის პერიოდი აქვს და თუ გადააცილე
მოსავლის აღების დროს დაბლა ცვივა,
წვიმიდან 3-4 დღე უნდა იყოს გასული რომ კომბაინი შევიდეს და ა.შ.
მთავარი პრობლემა მაინც ისაა რომ ვადაში უნდა ჩაჯდე. და თუ მაგ ვადაში ვერ ჩაჯექი სანერვილო გაქ სერიოზული.
ხოდა, როცა ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში ჩადგება არაგველო
მერე შრომის მოტივაციაც ამაღლდება.
შრომის კანონია მისაღები
საათობრივი ანაზღაურებაა დასადგენი
ზენორმატიული საათებია დასადგენი
ძლიერი პროფკავშირებია საჭირო, რომელიც დღეს კორუფციის ბუდედ აღიქმება ვინაიდან საბჭოთა სისტემაში უსაქმურების და ვიგოდნიკების ბუდე იყო.
და მერე მოსახლეობაც არ გაიქცევა კვიპროსზე პლანტაციებში სამუშაოდ
იმისი შვილები დედ-მამის გამოგზავნილ ფულებს აღარ დაელოდებიან.
სადაც ქართველები სამუშაოდ არია წასულები,
იმ ქვეყნებში შრომის ნორმალური კოდექსი მოქმედებს და
პროფკავშირები ძალიან სერიოზული ძალაა
ვინმეს ხო არ ჰგონია რომ ის სტანდარტები და ცხოვრების დონე თავისით დადგა იმ ქვეყნებში?
არა ბატონო!
პროფკავშირებმა იომეს და დასაქმებულების უფლებები დაიცვეს!
ადამიანი ესეა მოწყობილი
სადაც შრომას მეტად დაუფასებენ, იქ დაღვრის ოფლს
ეს არის 2*2=4
ასე, რომ ქართველის ერის სიზარმაცის მტკიცება არ არის მართებული.
ვინაიდან ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს და გვქონდა სალმაოდ დიდი ხნით და ვისაც ვედრებით, იმათ - სხვა.
ანუ შენ რაც დაწერე ეს