არ გვიბრუნებს და ჰე, და ამის გამო დამატებით კიდევ უფრო უნდა გავირთულოთ ცხოვრება?
კიდევ ვამბობ, ეგეთ არაადეკვატურს სხვანაირად უნდა ელაპარაკო ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც. მერე უფრო მეტი შანსია რაღაცეები დააბრუნებინო.
ყირიმუს გამო სანქციები მაინც შემოიღეს ზრდილობის გულისთვის, ჩვენ შემთვევაში საერთოდ თითს არ ანძრევენ და აქეთ გვაქეზებენ ნუ გეშინიათო
დემეტრე თავდადებული მაზოხისტი კი არ იყო შახს რო ესტუმრა და წინასწარ რომ იცოდა თავს მოაჭრიდნენ?
ის შახიც ეგეთი არაადეკვატური იყო, მუღამი ქონდა მეფეს თავი უნდა მოვაჭრაო და სიტყვა მისცა, თუ შენი ფეხით ჩამოხვალ პირობას ვდება საქართველოში აღარ გამოვილაშქრებო და ჩავიდა დემეტრე.
აი ესაა საქართველოს ისტორია და ესეთ არაადეკვატურებთანაც კი ავად თუ კარგად ახერხებდნენ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას და დღევანდელობამდე მოიტანას.
თორე შენ გგონია დემეტრეს არ ყავდა მრჩევლები ვინც ეუბნებოდნენ არ ჩახვიდე, დავხვდეთ და ვიომოთო?
მაგრამ დემეტრემ იცოდა ვისთანაც ქონდა საქმე და არ გაწირა ქვეყანა სრული განადგურებისთვის და მომავალი დაუტოვა ქვეყანას.
საქართველოს ისტორიის ნებისმიერ ეპოქაში ჩასვი დღევანდელი პოლიტიკოსი და საქართველის ისტორია იმ წელსვე დასრულდება, ესე იცის ურაპატრიოტიზმა და უკანალის თამაშმა.
სიბრძნე ის კი არაა ბევრი ფულის შოვნა ხალხის ხარჯზე, მაგას ნამუსზე ხელის აღება ყოფნის მხოლოდ, სიბრძნე ზუსტად ისაა ესეთ რთულ მდგომარეობაში რო მოახერხებ ქვეყნის მართვას და მინიმუმამდე დაიყვან ქვეყნის ზარალს მსგავსი არაადეკვატურებისგან.
ქვეყნის სიყვარული ფულის სიყვარულმა ჩაანაცვლა და მაგიტომაც კიდია ყველას ქვეყნის ბედი. ჯერ არ მოსულა ის დრო როდესაც ამას უკვე ხმამაღლაც იტყვიან, ჯერ ის დროა როდესაც ქვეყნის სიყვარულს იფიცებიან მაგრამ ფულს ყვარობენ, ის დროც მალე მოვა. ზოგისთვის უკვე მოსულიცაა და აღარ მალავენ ფულის მონები რომ არიან.
სკოლებში რო ბავშვს ბულკი აჭამონ და ცოტა ნაკლები ბენზინი გამოიწერონ მანქანებისთვის მაგის სანაცვლოდ, ან ცოტათი დაბალი კლასის მანქანებით იარონ მაგაზე იკლაკნებიან და თავს არიდებენ მსჯელობას ჩვენი პოლიტიკოსები და თქვენ მერე რუსეთის და ამერიკის გიკვირთ.
საკუთარ პარლამენტარს კიდია ქვეყნის მომავალი და მშიერი ბავშვები და გგონიათ ვინმეს ღამეები არ სძინავს აფხაზეთის გამო.
ზუსტად მასევე კიდია საქართველო ჩვენ ხელისუფლებებს როგორც ამერიკას და რყსეთს და ეგენი ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მოგებაში დარჩება ამ რეგიონში, საქართველოს ინტერესები აღარც კი განიხილება დიდი ხანია, იციან რომ აქ ფულით შეიძლება ყველაფრის მოგვარება და ხალხს ღირსება აღარ აქვთ.
და ჩვენი ხელისუფლებებიც ამერიკის ინტერესებს ემხრობიან მაგ ორთაბრძოლაში და ამიტომაც ლაპარაკობს უკვე ამერიკა ჩვენს მაგივრად, ფულს ჩვენ მოგცემთ იმაზე ორჯერ მეტს რასაც რუსეთი შემოგთავაზებთო, ხოდა ამიტომ ჩვენი ინტერესების გამტარებლები იყავითო, აბა საკუთარი ინტერესები მაინც აღარ გაქვთ დიდი ხანიაო.
აი ესაა რა რაც აქ ხდება, ხოდა ივანიშვილმა ცოტა აური დაურია ეს აწყობილი რასკლადი და ყველა გაუგებრობაშია. ან რუსეთმა შესთავაზა უფრო მეტი, ან ბიძინასაც გაუჩნდა ამბიციები და უტყდება პოლისჯოხობა ამ ნიცშეს ძმაკაცს, დრო გამოაჩენს.
This post has been edited by tb-seli on 14 Jun 2019, 14:13