კოფი: რუსეთი ლგბტ თემს იყენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში უფრო მეტი განხეთქილება შეიტანოს
Heritage Foundation-ის პოლიტიკური მიმომხილველის ლუკ კოფის შეფასებით, ის რაც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ლგბტ თემთან დაკავშირებით ხდება, რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია.
როგორც კოფიმ აღნიშნა, რუსეთი საზოგადოების დასაყოფად პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს იყენებს.
„რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია პოლიტიკური და სოციალური საკითხები, რომელიც საზოგადოებას ყოფს. ის იყენებს ლგბტ თემს, რომ უფრო მეტი განხეთქილება შეიტანოს ქართულ საზოგადოებაში. ეს იგივეა, რაც ჰიბრიდული ომის იარაღად გამოყენება. იმედი მაქვს, ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთი არის ამ სახის პრობლემების მთავარი გენერატორი“, - განაცხადა მიმომხილველმა.
https://expressnews.com.ge/index.php?id=85404 * * *
კარპენტერი: რუსეთს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მხარდაჭერის გამოცდილება აქვს და საქართველოშიც იგივეს აკეთებს
"ლგბტ საკითხები არის ის თემა, რომლითაც რუსეთს მანიპულირება მოსწონს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა საქართველოში ბოლო დროს ლგბტ თემთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.
კარპენტერი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებს მხარს უჭერს და ეს კრემლის ტაქტიკაა.
"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოეფინოს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ამ რეგიონში. სწორედ ეს არის ის ხერხი, რომლითაც რუსეთი ცდილობს პოლიტიკური გავლენის მოპოვებას საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ. ამ მხრივ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაძლებლობა ხაზი გავუსვათ იმ ტაქტიკას, რომლითაც რუსეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინონ და როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ამას საქართველომ. საქართველოს მოსახლეობას არ სურს რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ინტეგრირება, ამიტომ რუსეთი პოულობს პრობლემებს, აღვივებს მათ საზოგადოების დაყოფის მიზნით. ლგბტ საკითხები არის ის თემა, რომლითაც რუსეთს მანიპულირება მოსწონს. ეს პრობლემა უდაოდ შექმნილია იმისთვის, რომ სხვა საკითხებთან ყურადღების გადატან მოხდეს. რუსეთს აქვს ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მხარდაჭერის გამოცდილება და ის იგივეს აკეთებს საქართველოში", - განაცხადა