ხელი ხელს ბანსო არ გაგიგია?
ფაქტებს შეხედე, წესით ვასაძე და კომპანია უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების წინააღმედეგ მოქმედებებისთვის და უკანონო ფორმირების შექმნისთვის შემდგომი დანაშაულების ჩასადენად, რასაც კანონი ითვალისწინებს.
ამის მაგივრად რა ხდება? შსს თავადვე აგრძელებს იგივეს, ანუ მოქალაქეებს დაშინებით - ვერ დაგიცავთო - უკანონოდ უზღუდავს ელემენტარულ სამოქალაქო უფლებებს. ვასაძე და ვასაძიანელები იმის ნაცვლად რომ ჩვნებას იძლეოდნენ - მადლობას უხდიან შსს-ს ბრძული გადაწყვეტილებებისთვის
თავის მხრივ შსს გამოძიებას იწყებს, რომელიც რითი დამთავრდება ძნელი გამოსაცნობი არ არის.
ხდება ძალიან მარტივი რაღაცა. კომუნისტების დროს, ვიღაცის/ვიღაცეების მოშთობა რომ უნდოდათ ჯერ ათასნაირ ბინძურ ჭორებს აუგორებდნენ, მერე დააკავებდნენ, მერე გამოყრიდნენ ინტელიგენციას, რომლებიც პათეტიკურ-პატრიოტულ-მორალისტური რეჩებით გმობდნენ ამ "ნაძირლებს" და "ხალხის მტრებს" და ამის მერე მას/მათ ვეღარაფერი უშველიდა.
დაახლოებით იგივე სქემა მუშაობდა 80 - იანი წლებისკენ, ათასნაირი მასობრივი პროტესტები რომ იყო (სადაც ბლომად თავისი ხალხი ჰყავდათ შეგზავნილი), ჯერ ყველანაირად გააბანძებდნენ (ნუ... ცდილობდნენ) როგორც თვითონ პროტესტის იდეას, ისე პროტესტანტებს, გამოყრიდნენ კონტრაქციას სადაც ხალხი (ძირითადად კომკავშირელები და სხვა ათასნაირი მონა ბიდლო) ითხოვდა ამ ნაძირლების და მოღალატეების დასჯას, მერე ჯარი გადაუვლიდა.
იგივე სქემის გამოყენება სცადა შევარდნაძემ 2003 - ში, კონტრაქცია რომ გამოყარა, რომელსაც მერე აჭარიდან ჩამოსული ასლან ბაბუს (რომელთანაც თითქოს დაპირისპირებული იყო) აქციაც შეუერთდა და ორივეს ერთად ბაბუ-ბაბუ ეძახეს ))) მაგრამ აქ სხვა პროცესებიც მიდიოდა (გარედან ჩარევას ვგულისხმობ) და ამან აღარ უშველა... თორემ დაღვრიდნენ ბაბუები სისხლს...
იგივე სქემა გამოიყენეს ნაცებმა 2007 წელს და სხვა დარბევებშიც, მაგრამ კომუნისტებისგან განსხვავებით ნაცებს ისეთი ავტორიტეტული ინტელიგენცია აღარ ჰყავდეთ - დუტას, კახუჩელას, მერაბ სეფაშვილის და ა.შ. ავტორიტეტი ძალიან დაბალი იყო საკმარისი მორალური ფუნდამენტის შესაქმნელად... თან ასეთი მიდგომა ინფორმაციის საუკუნეში უკვე მოძველებული იყო, ამიტომ ნაცები დაზარალდნენ.
ახლანდელ სქემაში (რომელიც რუსებმა დახვეწეს) მთავარი დამრტყმელი ძალა არის გოპნიკები და არა ჯარი (რითაც მთავრობა პასუხისმგებლობას ირიდებს), ჯარი ამ შემთხვევაში გამშველებლის ფუნქციას ასრულებს, ხოლო მორალურ ფუნდამენტს ქმნის (და ამავე დროს გოპნიკებს აორგანიზებს) ძირითადად ეკლესია და მისი ადეპტები ვასაძეების სახით...
This post has been edited by RedShark on 18 Jun 2019, 01:20