#54827507 · 18 Jun 2019, 16:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაცნე მოიდა შატილსა: - ქისტებმა მოგვცეს ზიანი, დაგვიწიოკეს მწყემსები, ავნია, ავი-ზნიანნი. ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი; ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,- სცადა ფრანგული ფხიანი. ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი! ––––––––––––––––––––––––––––– ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია? შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა? სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა? იქნებ მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრალა, მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად, თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა? ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა! ––––––––––––––––––––––– წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა: მე მქონდა ბინა, თავშესაფარი, მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა. ხან კარებს უკან ატირდებოდა, ხან დარაჯობდა სარკმელის წინა. გადამიშალა თვალწინ წარსული და მწარედ, მწარედ ამაქვითინა. მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი, ვეხეტებოდი სევდიან ღამეს, რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო, რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს. წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა და როცა დილით გამომეღვიძა, ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს მიმოეფარათ ყამირი მიწა. ბაღში გავედი… იქაც ბილიკზე ფენილი იყო ფოთოლი რბილი, და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი წარსულ სიზმრებში გადაფრენილი. –––––––––––– ასოცს იცოცხლებ თუ არ დალევო ჭკუა მასწავლა ერთმა... –ასოცის მერე ხომ უნდა შეწყდეს მაინც ამ გულის ფეთქვა? დავფიქრდებოდი...ასოცის ნაცვლად– მილიონი რომ ეთქვა. მე დღესაც დავლევ! რადგანაც უფალს– იქნებ ასე აქვს გადაწყვეტილი, რომ ხვალ დაუსვას ჩემს ქვეყნად ბოგინს საბოლოო და დიდი წერტილი. და ყველა სასმისს და სადღეგრძელოს– მოგონებებში რომ მოვათავსე მე მირჩევნიე ეს ერთი ჭიქა დაულეველი რომ მიდგას სავსე.
|